საიტის ძებნა

პედიატრია

ახალშობილობიდან მოზარდობამდე საიმედო გადასვლა

ბავშვთა ჯანმრთელობის მისმართი… მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილება, პედიატრიის ყველა განხრის მაღალკვალიფიცირებული აკადემიური სპეციალისტებისა და თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით, ყველა ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის დაცვასა და მკურნალობას ახორციელებს. ამ განყოფილებაში წარმატებით მიმდინარეობს დაბადებიდან 16 წლის ასაკამდე ბავშვების კვლევები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში პატარა პაციენტებს ემსახურებიან ფერადი ინტერიერის კაბინეტებში. სათამაშო მოედნის მსგავსი მოსაცდელი დარბაზის გამო, პაციენტები თავს არა საავადმყოფოში, არამედ სახლში ან სათამაშო გარემოში გრძნობენ.

ჯანმრთელი თაობის აღზრდისა და დაავადებული ბავშვების უსწრაფესად გამოჯანმრთელების მიზნით, მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ყველა მიმართულება კვირის 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

პადიატრიული განყოფილების სხვადასხვა მიმართულებები

  • ნეონატოლოგია
  • ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
  • ბავშვთა ინფექციური დაავადებები
  • ბავშვთა გასტროენტეროლოგია
  • ბავშვთა პულმონოლოგია
  • ბავშვთა ჰემატოლოგია
  • ბავშვთა იმუნოლგია და ალერგიული დაავადებები
  • ბავშვთა გულ-სისხლძარღვთა ქირურგია
  • ბავშვთა კარდიოლოგია
  • ბავშვთა ნეფროლოგია
  • ბავშვთა ნევროლოგია
  • ბავშვთა რევმატოლოგია
  • ბავშვთა ჯანმრთელობა და დაავადებები
  • ბავშვთა უროლოგია

ნეონატოლოგიის სტაციონარულ განყოფილებაში ტარდება ახალშობილთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და დაკვირვება (გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ), სიცოცხლის პირველ თვეში. ახალშობილთა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია სიყვითლე და დღენაკლულ ახალშობილთა ინფექციური დაავადებები და პათოლოგიები.

ბავშვთა ენდოკრონოლოგიისა და მეტაბოლიზმის განყოფილებაში ტარდება ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი ჯგუფის, ზრდისა და გარდამავალი ასაკის პრობლემების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სქესობრივი გაურკვევლობის, ძვლის მეტაბოლური დაავადებების, ზედემეტი წონის, თირკმელზედა ჯირკვლის, ზედმეტი თმიანობის და მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი.

ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა განიხილავს ბავშვთა ასაკის დაავადებების, სიცხიანი და გადამდები დაავადებების, საავადმყოფოს ინფექციების, თანდაყოლილი ინფექციების, ინფექციური ჰეპატიტის, იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ ვირუსი) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ორიენტირებულ თანამედროვე მიდგომებს.

განყოფილება ღვიძლის და საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და დაკვირვებასთან ერთად, კვებით მხარდაჭერასაც ახორციელებს. ტარდება სხვადასხვა სახის მომსახურება, კრძოდ, ენდოსკოპია ტარდება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დროს (საყლაპავის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის გამოსაკვლევად), კოლონონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ვიზუალიზაცია), რექტოსიგმოიდოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ბოლო 30 სმ.-ის დათვალიერება) – საყლაპავის 24 საათიანი рН მონიტორინგი (მჟავის შემადგენლობის გამოკვლევა კუჭიდან საყლაპავამდე), წვრილი ნაწლავის კაფსულური ან ენდოსკოპიური ბიოფსია, ღვიძლის ბიოფსია, საყლაპავის სისხლარღვებიდან სისხლდენის ნემსით მკურნალობა ან დამუშავება, ზოგიერთი ოჯახური დაავადების დიაგნოზის დასასმელად ძვლის ტვინისა და ელენთის ასპირაცია.

ახალშობილთა ასაკიდან მოზარდობამდე პერიოდში ვლინდება - ხველა, ხიხინი, ასთმა, კისტოზური ფიბროზი, ბრონქოლიტი, ძილის დაღღვევა, ხვრინვა, ობსტრუქციული ძილის-აპნოეს სინდრომი, სასუნთქ გზებში მარცვლის ან რაიმე სხვა უცხო საგნის მოხვედრა და სხვ. პრობლემები, რომელთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს ბავშვთა პულმონოლოგიის განყოფილებაში. აქ ტარდება დიაგნოსტიკური ტესტები ანუ ფილტვის ფუნქციის ტესტები, ალერგიის ტესტები და საოფლე ტესტები. ძალიან ცოტა სამედიცინო ცენტრებში ტარდება მოქნილი ბრონქოსკოპია, ტრაქეოსტომიანი პაციენტების მონიტორინგი, არაინვაზიური ვენტილაცია (BIPAP, CPAP, სუნთქვის მხარდაჭერა, პაციენტის ინტუბირების გარეშე) და სახლის ვენტილაცია (სახლის პირობებში სუნთქვის მხარდაჭერა და მონიტორინგი).

განყოფილებაში ტარდება ისეთი ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა ყველა სახის ანემია ( სისხლნაკლულობა, რკინის დეფიციტის ანემია, ვიტამინ B12 დეფიციტის ანემია და სხვ.), თანდაყოლილი სისხლის დაავადებები (ხმელთაშუაზღვის ანემია, ნამგლისებური უჯრედების ანემია და სხვა არანორმალური ჰემოგლობინები), ძვლის ტვინის დეფიციტი (აპლასტიკური ანემია, ფანკონის ანემია, Diamond-Blackfan (DBA) ანემია, იდიოპათიური ტრომბოციტოპენიური პურპურა, ნეიტროპენიები), ბავშვთა ასაკის ლეიკემიები, სისხლმდენი დიათეზი, თრომბოზები (სისხლის შედედების პრობლემები) და ჰემოფაგოციტური სინდრომები.

განყოფილებაში ძლიერი აკადემიური პერსონალის დახმარებით შესაძლებელია ბრონქული ასთმის (ალერგიული ან არაალერგიული), ალერგიული რინიტის (ალერგიული სურდო), კვებითი, მედიკამენტური და კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის, კვებითი და მედიკამენტური ალერგიის, ატოპიური დერმატიტის გამოვლენისათვის ლაბორატორიებში ტარდება ყველა სახის კლინიკური სისხლის ტესტები, კანის ტესტები. სასუნთქი ფუნქციის ტესტები და შედარებითი ტესტები.

განყოფილებაში ქირურგიული მკურნალობა ტარდება ყველა სახის თანდაყოლილი გულის მანკების მკურნალობა ახალშობილი პაციენტებიდან მოზარდებამდე პედიატრიულ გულ-სისიხლძარღვთა ქირურგთა ჯგუფი შედგება ბავშვთა კარდიოლოგი-ქირურგების, ბავშვთა კარდიოლოგების, ბავშვთა გულის ანესთეზიისა და რეანიმაციის სპეციალისტების, ნეონატალური სპეციალისტების, ბავშვთა რეანიმაციის ექთნების და პერფუზიოლოგებისაგან.

განყოფილებაში ხორციელდება დედის მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული 18 წლის ასაკამდე, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა გულის დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი. ეს დაავადებებია - ძირითადად, გულის თანდაყოლილი მანკები (სარქველები, სტენოზი), მისგან გამომდინარე კარდიოლოგიური დაავადებები (რევმატული სარქველების დაავადებები, ინფექციური დაავადებები) და გულის რითმის დარღვევები.

პედიატრიული ნევროლოგიის განყოფილება, პედიატრიის განყოფილება, ნეონატალოგია, გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, ნეფროლოგია, მეტაბოლიზმი, გენეტიკა და სხვ. საჭიროებს მრავალი გვერდითი შტოს ერთობლივ მუშაობას. კერძოდ ისეთ ძირითად დისციპლინებთან, როგორიცაა: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბავშვის განვითარება, თავის ტვინის ქირურგია, ორთოპედია, ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია, რადიოლოგია, ბირთვული მედიცინა, ყელ-ყურ-ცხვირი, პათოლოგია, პედიატრიული ქირურგია, სტომატოლოგია და სხვ.

ბავშვთა ნევროლოგიური განყოფილება განიხილავს ნევროლოგიურ პრობლემებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილობიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით. ბავშვთა ნევროლოგიურ განყოფილებაში ყველაზე ხშირად გამოვლენილი დაავადებები

  • გულყრა და ეპილეფსია
  • ნერვულ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები
  • ზოგირთი აუცილებელი ნივთიერების დეფიციტით ან დაგროვებით გამოწვეული პროგრესირებადი მეტაბოლური და დეგენერაციული დარღვევები
  • იმუნური სისტემის პრობლემასთან დაკავშირებული გაფანტული სკლეროზი
  • SSPE მსგავსი ნევროლოგიური დაავადებები

გარდა ამისა, პედიატრიული ნევროლოგია აკონტროლებს ასევე ცერებრალური დამბლით და ინსულტით დაავადებულ პატარა პაციენტებს.

ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს უტარდებათ რუტინული EEG/ხანგრძლივი EEG-ვიდეო მონიტორიზაცია, თხელგამოსახულებიანი 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაცია, ფუნქციონალური MR, იქტაური და ინტერიქტალური SPECT ve PET ვიზუალიზაცია, დიაგნოსტიკისა და შესაფერისი მკურნალობის დასანიშნად.

მეტაბოლური დაავადებების გამოვლენისათვის სისხლისა და შარდის ამინომჟავების, შარდისორგანული მჟავის, ტანდემის მასის, ლაქტატის, პურივატის, ამონიაკის და განსაზღვრაა საჭირო. სახელშეკრულებო გენეტიკურ ლაბორატორიებში ტარდება კარიოტიპული ანალიზი, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის, მიოტონური დისტროფიის, სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (SMA), რეტის სინდრომის, მეტაბოლიზური ლეიკოდისტროფიის, მყიფე X ქრომოსომის, სუბთელომერული წაშლის (FISH), MECP2 მუტაციის, Prader Willi/Angelman სინდრომის მეტილაციის, დიაგნოზ-დაუსმელი ავადმყოფებისთვის Array-CGH (შედარებითი გენომიური ჰიბრიდიზაცია) და სხვა ტიპის ანალიზები.

სწავლაში ჩამორჩენილ ავადმყოფების ასაკობრივ ჯგუფებისთვის გამოიყენება ნეიროფსიქომეტრია, მეტყველების დარღვევევისა და შენელებისათვის - აუდიოლოგიური შეფასება, რისკის მატარებელ ჩვილებში და მოტორიკის შეფერხებით განვითარების შემნთხვევაში, პაციენტებს ფიზიოთერაპიის ადრეულ პროგრამებში აბამენ.

განყოფილება ემსახურება ბავშვთა ასაკის თირკმლის პრობლემებს. საკმაოდ გავრცელებული საშარდე გზების ინფექციებთან და შარდვის დარღვევების მსგავს დაავადებებთან ერთად

  • ვეზიკოურეთერალური რეფლუქსი
  • ჰიდრონეფროზი
  • ბავშვთა ასაკის ჰიპერტენზია
  • ბავშვთა ასაკში კენჭები
  • ჰემატურ-პროტეინური სინდრომი
  • თირკმლის უკმარისობა (მწვავე-ქრონიკული) ბავშვთა ნეფროლოგიის განყოფილებაში განხილვადი სხვა დაავადების ჯგუფებია.

განყოფილებაში ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, სტაციონარული მომსახურებაც ტარდება, ამბულატორიული პერიტონული დიალიზი და სტაციონარული ჰემოდიალიზის მომსახურება ტარდება.

რევმატიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, იუვენილური იდიოპატიური ართრიტი, ხმელთაშუაზღვის ციებ-ცხელება, ვასკულიტი და სხვა შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება ძლიერი აკადემიური პერსონალის მიერ.

ახალშობილთა მენტალურ-მოტორულ (გონებრივ-ფიზიკური) განვითარებას დედის მუცლიდან აკვირდებიან, კვების, აცრების მონიტორინგისა და დამცავი პროგრამების საშუალებით. განყოფილებაში, ბავშვთა სწორი კვება, ზრდა, განვითარება, აცრების პროგრამები, ბავშვთა ასაკის რუტინული დაავადებები გულდასმით კონტროლდება.

  • ბავშვთა უროლოგიის განყოფილებაში ტარდება ექსტრეტორული და რეპროდუქციული ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
  • თირკმლის კისტები, სიმსივნეები და კენჭები;
  • თირკმელ- შარდსადინარის ობსტრუქცია (UPJ სტენოზი);
  • საშარდე ბუშტის ობსტრუქცია (UVJ სტენოზი);
  • შარდსადინარის გაფართოება, კენჭები;
  • საშარდე ბუშტისა და სადინარის რეფლუსი (VUR) შარდის ბუშტიდან სადინარში შარდის უკან დაბრუნება;
  • საშარდე ბუშტის ინფექციები, კენჭოვანი დაავადება;
  • მუცლის წინა კედლის არარსებობის გამო, საშარდე ბუშტის მუცლის გარეთ გახსნა (შარდის ბუშტის ექსტროფია);
  • ბიჭ ბავშვებში შარდსადენის გამოსვლა უფრო შეუფერებელ ადგილას (ჰიპოსპადიაზი);
  • ჩამოუსვლელი საკვერცხე, ჰიდროცეჰელე, სათესლე ჯირკვლის კისტა;
  • Epididimoorşit (testis iltihabı), balanit-postit საკვერცხეების ანთება, ბალანიტ-პოსტიტი; (ფრაზეკინის ანთება) და პროსტატიტის მსგავსი ინფექციები.