444 70 44
მაღალი ტექნოლოგიის ქირურგია, მაღამაღალი დონის მომსახურება
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილება, მომსახურებას აწარმოებს, ზოგადი ქირურგიის განხრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობითა და მაღალპროფესიული სპეციალისტებით.
ზოგადი ქირურგიის ყველაზე პრობლემური და რთული შემთხვევა - უდაოდ კიბოა. კუჭის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს მკურნალობა ხორციელდება მიმდინარე სამედიცინო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში, როგორც წესი, გამოიყენება ლაპაროსკოპიული (დახურული) მეთოდი. სხვა შინაგანი ორგანოების კიბოს შემთხვევაში, მკურნალობა ტარდება ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით. სარძევე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა და უმეტესად, გვაქვს წარმატებული ოპერაციები. პრიორიტეტულად ითვლება ამ დავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, როდესაც ძუძუ დაცულია და იღლიისქვეშა ქირურგიული ჩარევა, მინიმუმადეა დაყვანილი. ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა, ნოვატორული სამეცნიერო მიდგომებით ხორციელდება.
ზოგადი ქირურგიის ყველაზე უფრო გავრცელებული პროცედურებია თიაქარისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციები. ისინი ტარდებიან ლაპარასკოპიული მეთოდით და უახლესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით. გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში, განყოფილება აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურა-დანადგარით და ყველა სახის მომსახურება, მაღალ დონეზე, სწრაფად ტარდება.
ზოგადი ქირურგიის განყოფილება აკონტროლებს არაქირურგიული ჩარევის სამედიცინო პრაქტიკას, როგორც პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას. ამ კონტექსტში წარმატებით გამოიყენება როგორც ენდოსკოპიური ჩარევა, ასევე პაციენტზე არაქირურგიული მონიტორინგი.
საზოგადოებაში გავრცელებულია მსხვილი ნაწლავის დაავადებები, განსაკუთრებით, კიბო და ნაწლავის ფუნქციონალური დაავადებები. ორივე შემთხვევაში, ბოლო წლებსი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა დაავადებისადმი მრავალდისციპლინური მიდგომა. ამგვარად, დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს, გარანტირებულია რომ მრავალი დისციპლინა კოორდინირებულია ერთმანეთთან და პაციენტისთვის ყველაზე რაციონალური მიდგომის შერჩევა ხდება. აქედან გამომდინარე, მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილება, პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომით, იყენებს კოორდინაციას კოლერექტალური განყოფილების, პათოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, რადიოლოგიის, ბირთვული მედიცინის, ონკოლოგიისა და რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებებს შორის. ამგვარად, ლეტალური დავადების - მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეტაპებზე, ყველაზე აქტუალური მიდგომებია წარმოდგენილი. ამასთან, კოლერექტალური ქირურგიის განყოფილებაში ხდება სხვილი ნაწლავის ფუნქციონალური დაავადებების დროს არსებული ყაბზობისა და დეფეკაციის პრობლემების მოგვარება.
ზოგადი ქირურგიის პოლიკლინიკის ყველაზე გავრცელებული ჩივილი - სარძევე ჯირკვალზე ჩივილებია. მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში, პაციენტი თავს დაცულად გრძნობს. გამოცდილი, პროფესიონალი ქირურგების, უკანასკნელი ტექნოლოგიის ულტრასონოგრაფიის, ციფრული მამოგრაფიის, ტომოსინთეზის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, შესაძლებელია სწრაფი და სწორი დიაგნოსტირება.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, სპეციალურად მომზადებული ქირურგები, რადიოლკოგები, ბირთვული მედიცინის სპეციალისტები, პათოლოგები, სამედიცინო და რადიოლოგ-ონკოლოგები, მულტიდისციპლინური მიდგომის ფარგლებში, კეთილ და ავთვილებიანი სიმსივნეების მკურნალობის საუკეთესოდ დაგეგემვის საშუალებაა.
მორბიდული (პათოლოგიური) სიმსუქნე - ჩვენი ეპოქის ადამიანების საკამოდ დიდი ნაწილის ჯანმრთელობის პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში სიმსუქნესთან ბრძოლას, კიბოსა და გულის დაავადებების მსგავსად, სერიოზულად ეკიდებიან და მისი შემცირებისთვის დიდ ბიუჯეტს ხარჯავენ.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ენდოკრინული ქირურგიის განყოფილებაში, ამ გამოცდილების გამოყენებით, აფასებენ პაციენტებს, მორბიდული სიმსუქნის პრობლემებით და შესაბამის მკურნალობას უნიშნავენ. განყოფილებაში, დიეტოლოგი, ზოგადი ქირურგი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და თუ საჭიროა, ფსიქიატრი ერთად ეხმარებიან პაციენტს წონის დაკლებაში. ამ მიზნით ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჭარბი წონის მქონე და ბოლო 2 წლის განმავლობაში ჭარბწონიანობასთან მებრძოლი პაციენტები არიან ის ადამიანები პაციენტები, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 35 ან მეტია და ადგილი აქვს არტერიული წნევის, სისხლში შაქრის დონის და ქოლესტერინის მატებას; თუ სხეულის მასის ინდექსი 40 ან მეტია, რეკომენდაცია ეწევა ქირურგიულ ოპერაციას, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესება არ შეიმჩნეოდეს.
მსოფლიოში ამ მიზნით ყველაზე ხშირად ჩატარებული ბარიატრიული ოპერაცია - გასტროშუნტირება ან ბილიოპანკრეატორული ოპერაცია, რომელიც დიდი ტრავმის გარეშე, ლაპარასკოპიული მეთოდით ტარდება მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში.
ოპერაციის შიშით შეპყრობილი პაციენტებისთვის მიზანშეწონილია ე.წ. კუჭის ბალონირება, რომელიც ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება და პაციენტი მხოლოდ ერთ დღეს ატარებს სტაციონარში.
ენდოკრინული ორგანოებად განიხილება ფარისებრი ჯირკვალი, პარათიროიდი და თირკმლისზედა ჯირკვალი. ამ ორგანოების დაავადებები ხშირად თავს შემთხვევით იჩენენ რუტინული კვლევების ჩატარების დროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ოპერაციის შესახებ, კონსილიუმმა მიიღოს. მედიპოლის საუნივერსიტეტო სავდმყოფოში, ენდოკრინულ კონსილიუმში მონაწილეობას იღებებს - ენდოკრინოლოგი, ზოგადი ქირურგი, პათოლოგი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი. ისინი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტენ მკურნალობის ყველაზე შესაფერის მეთოდებს.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ყველა ენდოკრინული დაავადებას მკურნალობენ მინიმალური ინვაზიური ქირურგიის ტექნიკით. ამ მიზნით, ფარისებრ ჯირკვალსა და პარათიროიდზე ოპერაციის მსვლელობისას გამოიყენება ე.წ. გამა-ზონდი, რომელიც ქსოვილის ამომცნობი აპარატისა და ხმის ნერვის იდენტიფიცირებით, ტრავმის მიღების რისკები მინიმუმამდე დაყავს. თირკმლისზედა ჯირკვლის ქირურგიული დაავადებების დროსაც, იგივე კონსილიუმი იკრიბება და მკურნალობის ყველაზე განვითარებულ სამედიცინო მეთოდებს, ლაპარასკოპიულად ახორციელებს.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო