საიტის ძებნა

ნევროლოგია

თანამედროვე სამედიცინო პროცედურებით და განვითარებული ლაბორატორიებით, ყველა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილების სფეროა თავის ტვინის, ტვინის ღეროს, ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთების დაავადებების კვლევა და არაქირურგიული მეთოდებით მკურნალობა ხორციელდება.

გარდა ამისა, ნევროლოგოურ განყოფილებაში იკვლევენ ეპილეფსიის დროს მოძრაობის დარღვევებს, ძილის დარღვევებს და დემეციას.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილება, პროფესიონალ აკადემიურ პერსონალთან ერთად განვითარებული ლაბორატორიების (EEG, EMG, სომნოგრაფიის, აუდიოლოგიის, ბალანსის კონტროლის ლაბორატორიები და სხვ.) და უკანასკნელი ტექნოლოგიის დანადგარების საშუალებით, წარმატებული მკურნალობას გთავაზობთ.

მომსახურების სფეროები

  • ზოგადი ნევროლოგიური დაავადებები
  • პარკინსონისა და მოძრაობის შეზღუდვა
  • მეხსიერების დაბინდვა და ქცევის დარღვევები
  • ნეირომუსკულური დაავადებები
  • ნეიროფსიქოლოგია და კოგნიტური რეაბილიტაცია
  • კლინიკური ელექტროფიზიოლოგია

პოლიკლინიკები

  • ნევროლოგიის განყოფილება;
  • თავის ტკივილი,
  • ინსულტი (თავის ტვინის სისხლძარღვების ოკლუზია ანუ დახშობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა),
  • ეპილეფსია,
  • მეხსიერების დაავადებები (ალცჰაიმერის დაავადება და სხვ.),
  • ნევროპათიები (დიაბეტთან დაკავშირებული, მემკვიდრეობითი, სხვადასხვა დაავადებებით ან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ნევროპათიები და სხვ),
  • კუნთების დაავადებები,
  • მოძრაობის შეზღუდვა (პარკინსონის დაავადება, დისტონია და სხვ.),
  • ინტრაკრანიალური წნევის (თავის ქალის შიდა წნევის) გამომწვევი დაავადებები (ჰიდროცეფალია, თავის ტვინის სიმსივნე, თავის ტვინის ფსევდო სიმსივნე და სხვ.),
  • ზურგის ტვინის დაავადებები,
  • მოტორული ნეირონების დაავადებები (ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი),
  • გაფანტული სკლეროზი,
  • ძილის დარღვევები (აპნოეს სინდრომი, სწრაფი ძილის დარღვევები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და სხვ.),
  • თავბრუსხვევა,
  • იკვლევენ და მკურნალობენ სისტემურ დაავადებებთან და სხვადასხვა მიზნით გამოყენებად მედიკამენტებთან დაკავშირებულ ნევროლოგიურ გართულებებს.

ლაბორატორიები

მრავალი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოსტირების დროს, ელექტროფიზიოლოგიური ტესტებიც გამოიყენება. ესენია: ელექტროენციფალოგრაფია (EEG), ელექტრომიოგრაფია (EMG), სიფხიზლის პოტენციალის ტესტი (MWT) და პოლისომნოგრაფია (ძილი და სუნთქვა, მოძრაობის ჩანაწერი). ეს ტესტები, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევები არაა, ისინი ნევროლოგის კოსულტაციის ერთგვარი გაგრძელებაა.

ეს არის თავის თმიან ნაწილზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით მიღებული თავის ტვინის ტალღების ჩანაწერი. ის ძირითადად გამოიყენება ეპილეფსიაზე ეჭვის მიტანისას ან უკვე დადგენილი ეპილეფსიის მონიტორინგისთვის. მას ასევე მიმართავენ ყველა სხვა შემთხვაშიც, როდესაც თავის ტვინის ტალღების დარღვევამ (მეხსიერების დაბინდვა, ენცეფალიტი, სხვადასხვა სისტემური დაავადება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დაავადებები), შეიძლება მისი ფუქციის დარღვევა გამოიწვიოს.

ტესტი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინი, ზურგის ტვინი) და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციების შეფასებისთვის. EMG ტესტი არკვევს, კონკრეტულად, რომელ უბანზე, რა სახეობის, რა სიმძიმის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რამდენი ხნის განმავლობაში, თუმცა ტესტის დასასრულს არ მიიღება დაავადების ვიზუალიზაციის ჩანაწერი.

მხედველობითი ტესტი (VEP), სმენითი ტესტი (BAEP) და სომატოსენსორული (SEP) ტესტი - ესენია სამი სხავასხვა ჯგუფის ტესტები.VEP ტესტი ტესტით ფასდება თავის ტვინის უკანა ნაწილში მდებარე მხედველობის ცენტრის ფუნქცია. კლინიკურ პრაქტიკაში, უფრო ხშირად, გაფანტული სკლეროზის დროს, თვალის ნერვისა და მხედველობის გზების შეფასებისას გამოიყენება. VEP ტესტо შესაძლოა გამოყენებული იქნას აგრეთვე, სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული, მხედველობის დაქვეითების დიაგნოსტირებისას.

BAEP ტესტი ყურიდან სმენის ნერვის საშუალებით ტვინში არსებული სმენის ცენტრამდე არსებულ "გზის" ტესტირება და ამ "გზაზე" რაიმე დაავადების წარმომქნელი პრობლემის დადგენა ხდება. SEP ტესტი მკლავის ან ფეხის ერთ ნერვიდან სიგნალი ზურგის ტვინის გაგრძელბაზე, თავის ტვინის ცენტრალურ მიდამოს გადაეცემა და ამ გადაცემის პროცესის განმავლობაში წარმოქნილი მოძრაობები (პოტენციალები) ფიქსირდება. თუ მოცემულ უბანზე რაიმე სახის პრობლემა არსებობს, ტესტი მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას იძლევა. კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე მეტად ეს ტესტი გაფანტული სკლეროზის დასადგენად გამოიყენება. ბოლო წლებში, SEP ტესტი ზურგის ტვინის ოპერაციების დროს, დაზიანებული უბნის განახლებისას და ოპერაციის მსვლელობისას შესაძლო დაზიანებების აღსაკვეთად გამოიყენება. ტესტი გვიჩვენებს, მოხდა თუ არა კონკრეტული დაზიანებული უბნის ფუნქციის აღდგენა.

მთელი ღამის განმავლობაში ძილის, სუნთქვის, ხელებისა და ფეხების მოძრაობების დამაფიქსირებელი ტესტია. ეს ტესტი, ძირითადად, ძილის აპნოეს სინდრომის, ძილის დარღვევებთან დაკავშირებულ მოძრაობის დარღვევებს და უშუალოდ ძილისგან გამოწვეულ ანომალიებს აფიქსირებს.

ნეიროფსიქოლოგიური ტესტები გამოიყენება იმის დასადგენად, არის თუ არა მეხსიერების და სხვა ფსიქოლოგიური ფუნქციების დარღვევები ან შესუსუტება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტესტი არკვევს მოცემული ანომალიები თავის ტვინის ფუნქციის გაუარესების გამოა თუ ადგილი აქვს რაიმე ტიპის ფსიქიკურ დარღვევებს.

თუ აღმოჩენილია თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები, ტესტი გვეხმარება ზუსტ დიაგნოსტირებასა და დაავადების პროგნოზირებაში.

  • ჩვენს განყოფილებაში მიმდინარეობს ხშირი დამბლისა და ან თავის ტრავმების შემდეგ წარმოშობილი მეტყველების დარღვევევის (აფაზია) კორექცია;
  • თავის ტრავმით გამოწვეული ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევების კორექცია,
  • ნევროლოგიური დაავადებების (გაფანტული სკლეროზი, ენცეფალიტი და სხვ.) ფონზე განვითარებული ფსიქოლოგიური დარღვევების რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკური პროცედურები.