საიტის ძებნა

ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია

ესთეტიკური შეხებით ჯანმრთელობა და სილამაზე

მაღალპროფესიული, გამოცდილი ხელებით და თანამედროვე მეთოდებით, პრობლემის ესთეტიკური გადაწყვეტა...

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილება, პაციენტებს უკანასკნელი ტექნოლოგიებით და თანამედროვე, განახლებადი მეთოდებით ემსახურება.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილებაში, ტრავმის შედეგად, თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიების, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული, ინფექციური ან სიმსივნური დაავადებების შედეგად დაზიანებული ორგანოს ან სხეულის რომელიმე ნაწილის ძველი მდგომარეობია აღდგენის სამუშაოები სრულდება.

რეკონსტრუქციული ქირურგია ნიშნავს ანომალიის გამოსწორებას და აღდგენას. ოპერაციის მიზანია ფუნქციონალური და ესთეტიკური შედეგის მიღება. უბედური შემთხვევის შემდეგ, დამწვრობის დროს, დაბადებიდან არარსებული ან ნაკლიანი, სიმსივნური ოპერაციების შემდგომ, დაზიანებული, დეფორმირებული ან ზომებში შემცირებული ორგანოების აღდგენა.

ესთეტიკური ქირურგიის საშუალებით, შესაძლებელია ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებული ფორმებისა და ზომების, თმის ღერიდან ხელის თითებამდე, ესთეტიკური აღდგენა და ახალი სხეულის აწყობა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, მთლიანი ესთეტიკური მიდგომით, აკადემიური, მაღალპროფესიულ ექიმთა კადრებითა და უკანასკნელი ტექნოლოგიებით, წარმატებით ახორციელებს პაციენტთა მომსახურების პროცედურებს.

განყოფილების მომსახურების სფეროები

  • ცხვირის ესთეტიკური ოპერაციები (რინოპლასტიკა)
  • სახის გადაჭიმვა (სახის ლიფტინგი)
  • ქუთუთოების ოპერაცია (ბლეფაროპლასტიკა)
  • წარბების აწევა, შუბლის გადაჭიმვა
  • ყურის ესთეტიკა
  • ტუჩების ესთეტიკა
  • ქიმიური პილინგი
  • კოლაგენი და ცხიმის ინექციები
  • დერმაბრაზია
  • ბოტოქსი
  • მკერდის გადიდება, დაპატარავება ან აწევა
  • ვასერისა და ლაზერის ლიპოსაქცია
  • კლასიკური ლიპოსაქცია
  • მუცლის პლასტიკა (აბდომინოპლასტიკა)
  • თანდაყოლილი ანომალიები
  • მთელი სხეულის დაზიანებები
  • თავ-კისრის სიმსივნეები
  • ხელის ქირურგია
  • ენდოსკოპიური ქირურგია
  • თმის გადანერგვა
  • ქალა-სახის ქირურგია
  • ლაზერული პროცედურები
  • ყბა-სახის ქირურგია
  • მიკროქირურგია.