444 70 44
ძლიერ პროფესიონალთა აკადემიური გუნდი თქვენთვის შეიკრიბა
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებაში, ამ დარგში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აკადემიური გუნდი მუშაობს.
ახალი თაობის ჭკვიანი ტექნოლოგიები ძალას გვმატებს...
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილების გუნდს, მრავალი სიცოცხლის გაადრჩენაში, ახალი თაობის ჭკვიანი ტექნოლოგიები ეხმარებიან.
უახლესი ტექნოლოგია, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი უპირატესობა…
სამგანზომილებიანი ოპერაციის მართვის სისტემა
მცირე ჭრილობა, მაღალი მგრძნობელობა
MR ოპერაციის მსვლელობისას, რეალურ დროში
თავის ტვინის დაავადებების დროს, ოპერაციის გარეშე მკურნალობის ერთადერთი მეთოდი
ზრდასრულ და პედიატრიულ პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიებზე ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მიკროქირურგიული და ენდოსკოპიური საშუალებებით. პაციენტებს აფასებს მულტიდისციპლინური კონსილიუმი (ნეიროქირურგი, რადიაციოლოგ-ონკოლოგი და შინაგანი ორგანოების ონკოლოგი) და ტარდება ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის გრძელვადიანი მკურნალობის დაგეგმვა.
ქირურგიული ჩარევა გამოიყენება ხერხემლის ტრავმული, თანდაყოლილი და დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში. Minimally invasive spine center - ხერხემლის მინიმალურ ინვაზიური ცენტრში, მიკროქირურგიული და ენდოსკოპიური დისკის (ხერხემლის თიაქარი) ოპერაციებთან ერთად, ენდოსკოპიური ინსტრუმენტული ჩარევა და სარეაბილიტაციო მკურნალობა ტარდება, ფიზიკური თერაპიის განყოფილებასთან ერთად.
თანდაყოლილ და შეძენილ კრანიალურ (თავის ქალის) და სპინალურ (ხერხემლის) პედიატრიული პათოლოგიებს, მიკროქირურგიული და ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევის მეთოდებით მკურნალობენ. მათ შორისაა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ონკოლოგიური და ვასკულარული პათოლოგიები, ჰიდროცეფალია და განსაკუთრებით სპინალური დისრაფიზმი, ანომალია, რომელიც ხშირად გვხვდება ახალშობილებში.
გადაუდებელი ნეიროქირურგიული პროცედურები უტარდებათ პაციენტებს ზოგად ტრავმასთან ერთად თავის ქალის ტრავმით ან მხოლოდ თავის ქალის ტრავმით. პაციენტებს რთავენ ინტენსიური თერაპიის სარეანიმაციო განყოფილებაში მათი შემდგომი ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან
სპასტიურობისა და ტკივილის მქონე პაციენტებში ტუმბოს იმპლანტაცია ხორციელდება, ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, ვაგალური ნერვის სტიმულატორის იმპლანტაცია ტარდება.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო