444 70 44
მედიპოლ მეგა საავადმყოფოთა კომპლქსის კარდიოლოგიური ცენტრი, გულის ჯანმრთელობის დაცვას, გულის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ახორციელებს მსოფლიო სტანდარტის აპარატურითა და ინფრასტრუქტურით.
მედიპოლ მეგა საავადმყოფოთა კომპლექსს, გულის დაავადებების სამკურნალოდ აკითხავენ პაციენტები ახალშობილობის ასაკიდან ღრმა მოხუცებულობამდე. ჩვენს ცენტრში ტარდება გულის დაავადებების კვლევა, დიაგნოსტირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია და კორონარული რეანიმაცია.
კვლევებს ატარებენ სპეციალისტები, დოცენტები და პროფესორები კვირაში 6 დღის განმავლობაში (კვირის გარდა), დილის 09:00 საათიდან 17:30 საათამდე.
გულის კუნთისა და ნერვული სისტემის მუშაობის კვლევისთვის გულში მიმდინარე ელექტრონული პროცესების ჩანაწერია. ეკგ აფასებს დაავადების გამოვლენილ სიმპტომებსა და ექიმის დასკვნებს, ეს კი ხელს უწყობს დიაგნოზს სწორ დიაგნოსტირებას. მას გულ-სისხლძარღვთა ობსტრუქციების, რითმის დარღვევების, გულის სარქველების და გულის უკმარისობის დიაგნოზების დროს, შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს.
ამ ტესტის მიზანია გულსისხლძარღვთა დაავადების არსებობის გამოკვლევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრა, გულის არარეგულარული დარღვევების განსაზღვრა, არითმიის არსებობის გამოკვლევა, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების სისხლის წნევის გავლენების კვლევა, გულის სარქველის დაავადებების დროს ოპერაციის დროის განსაზღვრა. ტესტის ჩატარების დროს პაციენტი დადის მოძრავ ბილიკზე. სიარულის სიჩქარის ზრდის მიხედვით, იცვლება პაციენტის გულისცემის სიხშირე. სარბენი ტესტის ჩატარების დროს, ხდება პაციენტის მოძრაობისას ეკგ-ს გადაღება და მისი წნევის გაზომვა. ეს საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პათოლოგიური დარღვევა, რომელიც ვერ გამოვლინდება ეკგ-ზე მოსვენებულ მდგომარეობაში. სტრეს-ტესტის მსვლელობისას პაციენტთან იმყოფება ექიმი-სპეციალისტი. Efor ტესტი უზრუნველყოფს სწორ დიაგნოსტირებასა და გულის დაავადებების ადრეული დიაგნოზის დასმას. კვლევის შედეგი პაციენტს გადაეცემა დაუყოვნებლივ, ტესტის დამთავრების შემდეგ.
ექოკარდიოგრაფია - ესაა გულის სტრუქტურისა და მუშაობის კვლევა ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით. არც ერთი რადიაცია-შემცველი კვლევის მეთოდი არ შეიძლება გამოყენებული იქნას უნივერსალურად ყველა პაციენტზე, განსაკუთრებით, ფეხმძიმეებსა და ახალშობილებზე. ექოკარდიოგრაფია კი თავისუფლად შეიძლება ჩატარდეს, ჯანმრთელობაზე რაიმე ზიანს მიუყენებლად. პროცედურის დროს პაციენტი წოლით მდგომარეობაშია. წყლის ბაზაზე იზოლირებული გელის გამოყენებითა და ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით ხდება გულის კუნთში მიმდინარე პროცესების ძალიან ზუსტი ანალიზის დაფიქსირება.
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეიბითაც ხდება გულის ორგანული, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების დაფიქსირება. ულტრაბგერით ჩანს გულის ოთხივე კამერა, მსხვილი კალიბრის მთავარი სისხლძარღვები (აორტის ნაწილები, ღრუ ვენები, ფილტვის არტერიისა და ვენების ნაწილები), სარქვლების მდგომარეობა, კამერებში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები, ჰემოდინამიკური (სისხლის მიმოქცევის) პროცესები, პერიკარდიუმი და მისი ცვლილებები. ექოკარდიოგრაფიისთვის პაციენტის წინასწარი მომზადება არაა საჭირო, მაგრამ მათ თავისუფალი სამოსის ჩაცმას ურჩევენ. გარდა ამისა, პროცედურის ჩამტარებელ ექიმს უნდა გადაეცეს პაციენტის სამედიცინო ისტორიის ამსახველი ყველა დოკუმენტი. ექოკარდიოგრაფიის გადაღების დასრულებისთანავე პაციენტს გადაეცემა კვლევის შედეგი.
განზომილებიანი ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის (3D TTE) წარმოადგენს ახალ, პერსპექტიულ მეთოდს ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. ამ მეთოდს გააჩნია შესაძლებლობა გულის სხვადასხვა დაავადებებისას მოგვცეს დამატებითი, როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი ინფორმაცია-სტანდარტულ 2 განზომილებიან ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიასთან (2D TTE) შედარებით. დასკვნა პაციენტს ტესტირების დასრულებისთანავე გადაეცემა.
სტრეს-ექოკარდიოგრაფიას იყენებენ იმის დასადგენად, რომ ესაჭიროება თუ არა პაციენტს, გულის შეტევის დროს (მიოკარდიუმის ინფარქტი), მედიკამენტური მკურნალობის გარდა, სხვა მეთოდებით ჩარევა, არის თუ არა შეშუპება ან შეკუმშვა გულის მკვებავ არტერიებში (კორონარულ სისხლძარღვებში). სტრეს-ექოკარდიოგრაფიის ტესტს იყენებენ ასევე, გულის სარქველის დაავადებების სიმძიმის შეფასების დროს. ეს არის მარტივი და უსაფრთხო ტექნიკა, რომელიც გულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
სტრეს-ექოკარდიოგარფიით ხდება გულის კუნთის გამოკვლევა სტრესისი დაწყებამდე და მის შემდეგ. ე.წ. სტრესი გამოწვეულია სარბენი მოწყობილობის საშუალებით, სადაც სიარულის საშუალო ტემპიდან თანდათანობითი სიჩქარის მატებით, სირბილზე გადასვლა ხდება. ეს სრულიად უმტკივნეულო პროცესია. მისი ჩატარების დროს, ზოგჯერ, ინტრავენურად მედიკამენტსაც იყენებენ. ტესტის შედეგი მყისიერია და პაციენტს პროცედურის დამთავრებისთანავე მიეწოდება.
TEE - ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიის ტესტი - არის კვლევის მეთოდი, როდესაც პაციენტის მკეერდის სტრუქტურა (ფილტვების დაავადებები, დეფორმაციები და სხვ.) არ იძლევა ხარისხიანი ექოკარდიოგრაფიის ჩატარების საშუალებას და გულის შიგნით მიმდინარე პროცესების უფრო ახლოდან დანახვის საჭიროება ჩნდება. TEE - ეს არის ენდოსკოპიური კვლევა. პირის ღრუდან ხდება წვრილი მილის (ზონდის) ჩაშვება საყლაპავის გავლით, რომელიც ხვდება გულის უკანა ნაწილში და ძალიან დეტალურ გამოსახულებას იძლევა. პროცედურას მოსამზადებლად სჭირდება 30 წუთი. დასკვნა პაციენტს კვლევის დამთავრებისთანავე მაშინვე ეძლევა.
ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ რამოდენიმე ცენტრში გამოყენებადი ეს მეთოდი გამოიყენება თანდაყოლილი გულის მანკის, გულის სარქველის პროტეზის მქონე პაციენტების კვლევისას და მაშინ, როდესაც ორგანზომილებიანი TEE ტესტით რთულდება დაავადების სრულად დაფიქსირება. ამ კვლევამდე და მის შემდეგ, პაციენტი იქცევა ზუსტად ისევე, როგორც ზემოთ აღვწერეთ.
ეკგ რიტმ ჰოლტერი - მობილური ტელეფონის მსგავსად, ქამარზე მაგრდება. 3-4 საკაბელო ელექტროდი მაგრდება მკერდზე (3-4 სმ დიამეტრის ზომის წებოვანი პლასტიკური მასალა) და ადამიანი აგრძელებს მისთვის ჩვეული რიტმით ცხოვრებას. აპარატი დაგაგმილ დროს, კარგავს გულის ელექტროდს. გარკვეული დროის შემდეგ მოწყობილობა იხსნება და არსებული ჩანაწერის შემოწმება კომპიუტერში ხდება. მოცემული აპარატის საშუალებით ხდება ისეთი დარღვევების დაფიქსირება ( გულის რიტმის დარღვევები, ტკივილი გულის არეში და სუნთქვის შეჩერება, გულის "წასვლის" შეგრძნება და სხვ.), რომლებიც არ ვლინდებიან კვლევის მოკლე პერიოდში. პაციენტმა ექიმტან კონსულტაციის შემდეგ უნდა დაადგინოს, გააგრძელოს თუ არა მედიკამენტების კვლევის პერიოდში მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის აპარატის დამაგრების შემდეგ, განმეორდეს დაავადების მაპროვოცირებელი მოვლენები (ყავის სმა, საფეხურების ავლა და სხვ.).
ეს მოწყობილობები ჰგვანან ჰოლტერის EKG-ს აპარატებს და განსაკუთრებით გამოიყენებიან რიტმის არაპერიოდული დარღვევების დროს. მოწყობილობა შეიძლება პაციენტთან დარჩეს 14 დღის განმავლობაში. პაციენტს ეძლევა საშუალება ჩაიწეროს საკუთარი მდგომარეობა რაიმე ჩივილის წარმოშობისას. (ჩაწერის დროის რეგულირება შესაძლებელია სურვილის მიხედვით).
სისხლის წნევა და პულსი აღირიცხება ხშირი ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. 24-72 საათის განმავლობაში გაზომვებით შესაძლებელია ადრეული დიაგნოზის დასმა იმ პაციენტებისთვის, ვისაც შეიძლება ადრე არასოდეს ჰქონია ჰიპერტენზიის დიაგნოზი. სისხლის წნევის ჰოლტერი წნევასა და პულსს აფიქსირებს და იწერს დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში, დღის განმავლობაში აქტივობებისას, მოსვენების დროს, ძილის დროს.
ეს ტესტი გამოიყენება ე.წ. გულის წასვლის ან სუნთქვის შეჩერების დიაგნოსტიკისთვის, რომლებიც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომის ან ჯდომის გამო გამოწვეული არტერიული წნევის უეცარი ვარდნით ან გულის შეკუმშვების შეჩერებით. Tilt მაგიდის ტესტი სტაციონარში ტარდება. პაციენტს აწვენენ და ამაგრებენ მაგიდაზე ჰორიზონტალურად, მაგრამ მაგიდა მოძრავია და შეუძლია ვერტიკალურად დადგეს. პაციენტი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად და რამდენიმეჯერ გადადის. ტესტის მიზანია დააფიქსიროს რამდენად მოქმედებს პაციენტის უცაბედი პოზიციის ცვლილება მისი გულის მუშაობაზე.
პაციენტს კარდიოსტიმულატორი ედგმება სასიცოცხლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც გულის ბუნებრივი რითმის მაკონტროლებელი სინუსური კვანძი დისფუნქციას განიცდის, ვერ წარმოქმნის რეგულარულ ელექტრონულ იმპუსებს და ირღვევა გულის რითმი. პროცედურა ტარდება ლოკალური ანესთეზიის გამოყენებით, კისრის, გულის ან ბარძაყის არტერიებიდან. გულის კუნთში ათავსებენ წვრილ გადამცემ ხაზებს - ელექტროდებს და უერთებენ მათ სხეულის გარეთ მდებარე გენერატორთან. ეს პროცედურა შესაძლებელია ჩატარედეს როგორც პაციენტის საწოლში, ასევე რენტგენის აპარატის ქვეშ. ის ძირითადადა, 20-30 წუთს გრძელდება. როდესაც ქრება დროებითი სტიმულატორის საჭიროება, გულის კუნთში განთავსებულ გადამცემ ხაზებს უკან იღებენ.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს კარდიოსტიმულატორებით. ეს თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევაა. მინიატურული ხელსაწყოები გამოიყენებიან სხვადასხვა დანიშნულებით: გულის რითმის შენელებისა და გულის უკმარისობის დროს, ასევე, როგორც გულის ტუმბო, რომელიც პაციენტს მოულოდნელი ლეტალური დასასრულისგან იცავს. კარდიოსტიმულატორის ჩადგმის შემდეგ, მაღლდება პაციენტის სიცოცხლის ხარისხი, რაც მას საშუალებას აძლევს, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ სტილს. არსებობს კარდიოსტიმულატორის სამი სახეობა: 1. გულის რითმის შენელების აღმომფხვრელი, 1 ან 2 გადამცემიანი კარდიოსტიმულატორი, 2. გულის უკმარისობის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი კარდიოსტიმულატორი სამი გადამცემით, 3. კარდიოსტიმულატორი, რომელიც გამოიყენება გულის მაღალი რითმის დროს. თუ გულის კუნთი ვერ ასრულებს ტუმბოს როლს, კარდიოსტიმულატორი ანუ დეფიბრილატორი ელექტროშოკით გადაარჩენს სიცოცხლეს. კარდიოსტიმულატორებს უდგამენ იმ ადამიანებს, რომელთაც გულის რითმის დარღვევის გამო, ცხოვრების ნორმალური წესით ვეღარ ცხოვრობენ. ასეთი ადამიანები კარდიოსტიმულატორის საშუალებით, ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდებიან. ამ ადამიანებს შეუძლიათ კვლავ იმუშაონ, აკეთონ სახლის საქმეები, მართონ მანქანა, იმოგზაურონ, იცურონ, დაკავდნენ ჰობით და ჰქონდეთ სქესობრივი ცხოვრება. მოგზაურობის დროს, აუცილებელია იცოდნენ უახლოესი კლინიკის ადგილმდებარეობა და ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ კარდიოსტიმულატორის მოწმობის ბარათი. კარდიოსტიმულატორის ჩადგმის შემდეგ, აუცილებელია ყურადღებით ვაკონტროლოთ მისი მუშაობის ხარისხი. თავისი არსით, კარდიოსტიმულატორი პატარა კომპიუტერია, რომლიდანაც სხვა კომპიუტერის საშუალებით, ტელემეტრიული მეთოდით, ინფორმაცია აღირიცხება. ამგვარად, შეგვიძლია გავიგოთ გულის კუნთის შეკუმშვის სიჩქარე, რამდენად დიდხანს მუშაობს კარდიოსტიმულატორი, ირღვეოდა თუ არა ზოგჯერ თავად კარდიოსტიმულატორის რითმი, ჰქონდა თუ არა ადგილი გულის კუნთის მუშაობის სხვა დარღვევებს. გარდა ზემოთთქმულისა, შესაძლებელია კარდიოსტიმულატორის გარედან დაპროგრამება, საჭირო ვოლტაჟისა და რითმების რაოდენობის შესაბამისად. კარდიოსტიმულატორის მუშაობის საშუალო ვადაა შვიდი წელი, იმ პირობით, რომ პაციენტი ყოველ ექვს თვეში გაივლის კონტროლს ექიმთან.
ელექტროფიზიოლოგიური პროცედურა - ესაა მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც ინბაზიურად ტარდება ელექტრო ფიზიოლოგიურ/ანგიოგრაფიულ ლაბორატორიაში და რომელიც სრულდება ბარძაყის არტერიაში შეყვანილი ელექტრონული კათეთრების საშუალებით. გულის კუნთიდან წამოსულ ელექტრონული სიგნალების ნორმიდან გადახრას, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერი იკვლევს. ამგვარად, ირკვევა როგორ მუშაობს გულის სინუსური კვანძი და სწორად გამოიყენება თუ არა კვანძის მიერ გადაცემული სიგნალები. უმეტეს შემთხვევებში, ამ მეთოდით იკვლევენ პაციენტებს გულის რითმის აჩქარების ჩივილებით, რომლის დროსაც, გულის კუნთში განთავსებული სტიმულატორის საშუალებით, სტიმულირდება გულის რითმი და ირკვევა მისი გამომწვევი მიზეზები. მცირე შეფერხების აღმოჩენისას, სპეციალური რადიოტალღებით გადაიცემა წერტილოვანი ენერგია, რომელიც აღმოფხვრავს ტაქიკარდიას (გულის გახშირებულ რითმს).ამ მეთოდის გამოყენებით, პაციენტების უმეტესობისთვის შესაძლებელი გახდა ტაქიკარდიისგან მთლიანად განკურნება.დიაგნოსტიკის მიზნით ჩატარებული ელექტროფიზიოლოგიური კვლევები 30-60 წუთი გრძელდება, სამკურნალო პროცედურა კი, 1-4 საათის განმავლობაში გრძელდება.
Catheter Ablation is the treatment of rhythm disorders by giving radio waves. This method is used in rhythm disorders which cannot be controlled with medications or in case that the patients do not want to take lifelong medications. In some cases rhythm disorders can be of life threatening importance. In such cases, catheter ablation may be required directly. Basicly the procedure is performed by anesthetize the needle entrance points with local anesthesia and in some cases under general anesthesia. Sedative medications can be applied during the procedure to make the patient feel comfortable. Success rate of the treatment of tachycardia rhythm disorders with catheter ablation varies between 70-100% according to the type of the palpitation targeted to treat and placement of the short circuit. Success means is the treatment which palpitation never occurs again. Recurrence of the palpitation after successful procedure varies according to the type of the rhythm disorder.
For example this probability is between 3-5% in palpitations due to short circuits in heart. In Medipol Mega Hospitals Complex, besides the radiofrequency ablation method called “cautery’’, arrhythmia treatment is performed with cryo-ablation method called as “freezing’’ is performed as well.
Mitral stenosis; is a disease that gives symptoms in advanced stages due to the involvement of the heart valves by the childhood disease “Acute Rheumatic Fever”. Mitral stenosis is narrowing that makes the blood difficult to pass from one chamber of the heart to another. For this reason, blood accumulates in the lungs as fluid. And this causes the patient to feel dyspnea. Medical treatment is sufficient in mild stenosis however Mitral Valvuloplasty or open heart operation is performed in moderate and severe stenosis. Mitral valvuloplasty is an interventional procedure performed by entering from inguinal with a catheter, switched to the left atrium from the right atrium of the heart by intervening veil pierced with a special needle sent through a sheath. The needle is removed from the sheath and guide wire advanced to left atrium. The movements of the wire are monitored in the screen. After the wire is placed to the correct place, the balloon is advanced on the wire and placed inside the narrowed valve. The balloon is inflated where the valve is narrow and by this the valve is enlarged as much as possible. When performed in appropriate patients, the success rates of the mitral balloon treatment is as much as successful as in patients who have undergone successful heart surgery.
კათეტერული აბლაცია - ესა არის რადიოტალღების დახმარებით, გულის რითმის დარღვევის მკურნალობა. მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვაში, როდესაც მედიკამენტების საშუალებით უკვე შეუძლებელია გულის რითმის დარღვევების კონტროლი ან პაციენტი უარს აცხადებს წამლების მიღებაზე. ზოგჯერ, გულის რითმის დარღვევები შესაძლოა, სიცოცხლისათვის საშიში იყოს. ასეთ შემთხვევებში, კათეტერული აბლაციის ჩატარება აუცილებელი ხდება. პროცედურა სრულდება ლოკალური ანესთეზიის გამოყენებით, რომელსაც იყენებენ ნემსის შეყვანის ადგილზე, თუმცა, ზოგჯერ ეს პროცედურა საერთო ანესთეზიითაც ტარდება. პროცედურის ჩატარების დროს, პაციენტმა თავი უფრო კომფორტულად რომ იგრძნოს, მას შეიძლება ინტრავენურად დამამშვიდებელი პრეპარატი მიეწოდოს. კათეტერული აბლაციით წარმატებული მკურნალობის შედეგი დგება პაციენტების 70-100 % - ში. ზოგჯერ, ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და ადგილზე. წარმატებულად ითვლება აბლაცია, თუ გულის რითმების დარღვევა აღარ განმეორდება. პროცედურის შემდეგ, დარღვევების განმეორება დაზიანების სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად: გულის დროებითი გაჩერების შემდეგ, ეს ალბათობა 3-5%-ია. მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გულის რითმის დარღვევებს მკურნალობენ რადიოტალღური აბლაციით, როგორც "მოწვის", ასევე "მოყინვია" მეთოდებით.
მიტრეალური სტენოზი (შევიწროება), მწვავე რევმატოლოგიური ციებ-ცხელების ფონზე ვითარდება და უმეტესად, ბავშვთა ასაკის დავადებად ითვლება, რომლის დროსაც ხდება გულის სარქველის შევიწროება. მიტრალური შევიწროების დროს, ირღვევა სისხლის ცირკულაცია, გულის პარკუჭებს შორის, ამის გამო, ხდება ფილტვებში, სისხლის სითხის სახით დაგროვება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ პაციენტს სუნთქვის გაძნელება ემართება. მცირე შევიწროების დროს, საკმარისია მედიკანეტური მკურნალობა, მაგრამ მეორე და უფრო მაღალი ხარისხის შევიწროების დროს, საჭირო ხდება გულზე ღია ოპერაციის ჩატარება ან ე.წ. ვალვულოპლასტიკა. მიტრალური ვალვულოპლასტიკის პროცედურა მოიცავს ე.წ. ბალონის განთავსებას ბარძაყიდან წინაგულში სპეციალური კათეტერის საშუალებით. აქ იყენებენ სპეციალურ გარსიან ნემსს, რომელიც შეყავთ მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის. შემდეგ ამოაქვთ ნემსი გარსიდან და შეყავთ მარცხენა წინაგულში. ყველაფერს ეკრანზე აკვირდებიან. მას შემდეგ, რაც კათეტერი თავსდება შევიწროებულ ადგილას, იხსნება ბალონი და იბერება. ამგვარად ხდება შევიწროებული გულის სარქვლის გაფართოება. ამ ოპერაციით მიიღწევა ისეთიწარმატებული შედეგი, როგორიც ღია ოპერაციის დროს.
კორონარული ანგიოგრაფია - ესაა გულის მკვებავი არტერიების დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდი. კორონარული ანგიოგრაფია გვეხმარება დადგინდეს, თუ ზუსტად რომელ ადგილას და რამდენად მოხდა არტერიის შევიწროება ან სანათურის დაცობა. ამის განსაზღვრა კი, სწორი მკურნალობის საწინდარია. კორონარულ ანგიოგრაფიაში, ინვაზიური ჩარევის ადგილად გამოიყენება ბარძაყის ან წინამხრის არტერიები. ინვაზიური ჩარევის ადგილას შეჰყავთ სპეციალური კათეტერი არტერიიდან და თანდათან ანაცვლებენ აორტის ზედა ნაწილისკენ. შემდეგ კათეტერის საშუალებით შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული (ფერადი) ნივთიერება, რომელიც სისხლის ნაკადს კორონარულ სისხლძარღვებში მიაქვს და მათი ვიზუალიზაცია სპეციალური დანადგარის - ანგიოგრაფის საშუალებით ხდება. კორონარული ანგიოგრაფია სპეციალურ კამერაში ხდება. ანგიოგრაფიის ჩატარების შემდეგ, კათეტერს ამოიღებენ და პუნქციის (ჩხვლეტის) ადგილას ადებენ სიმძიმეს, სისხლდენის შეჩერების მიზნით. ავადმყოფს წოლითი რეჟიმი ენიშნება. მისი მდგომარეობა აუცილებლად უნდა აკონტროლოს მკურნალმა ექიმმა, გაუსინჯოს ტემპერატურა და ოპერაციული ჩარევის ადგილი. გართულება შეიძლება იყოს ნაჩხვლეტი მიდამოს ჰემატომა (სისხლჩაქცევა), ძალიან იშვიათად - პერიფერიული არტერიის თრომბოემბოლია. ძალიან მჭიდროდ გადახვევის შემდეგ, პაციენტი საწოლში გადჰყავთ. კორონარული ანგიოგრაფია 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდება. ზოგი პაციენტის შემთხვევაში (პაციენტები კორონარული შუნტირებით, ვენების თრომბოზით, გულის სხვადასხვა ოპერაციაგადატანილი პაციენტები ), დრო შეიძლება უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს. კორონარული ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მოთავსება. პროცედურის ჩატარების შემდეგ, პაციენტი 6 საათის განმავლობაში უნდა იწვეს. შემდეგ კი მას აყენებენ საწოლიდან. თუ საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ექიმის ნებართვით, შეიძლება გაწერილი იქნას ბინაზე. ანგიოს პროცედურამდე პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ანგიოგრაფიის განყოფილების სამდივნოს და ზუსტად გაიგოს, თუ რის გაკეთება ევალება მას პროცედურამდე.
PTCA ანუ სტენტირება - კორონალური ანგიოპლასტიკით გამოვლენილი გულის მკვებავი არტერიების შევიწროების ან ათეროსკეროზული ბალთებით სანათურის დახშობის მკურნალობის, გავრცელებული მეთოდია. სტენტირება, კორონარული ანგიოგრაფიის მსგავსად, ტარდება ანგიოს ლაბორატორიაში, პაციენტის დაძინების გარეშე, კათეტერის განთავსების ადგილას, ლოკალური ანესტეზიის გამოყენებით. პროცედურის ხანგრძლივობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. პროცედურის დამთავრების შემდეგ, პაციენტი ექიმის რეკომენდაციით, შესაბამის განყოფილებაში გადაყავთ.
კორონალური ბალონური ანგიოპლასტიკა ტარდება სპეციალურად მომზადებული ინსტრუმენტებით. ბალონური კათეტერი თავსდება პერიფერიულ არტერიაში და გაბერვის შედეგად იწვევს ათეროსკლეროზული ბალთის კომპრესიას და სისხლძარღვის დიამეტრის გაფართოებას. პროცედურის შემდეგ ხდება ბალონის ჩაჩუტვა და სისხლძარღვიდან ამოღება. ბალონური ანგიოპლასტიკის შემდეგ, რიგ შემთხვევებში, ტარდება სისხლძარღვის სტენტირება. სტენტი ლითონის სპეციალური ბადისებრი მილია, რომელიც დგება სისხლზარღვში, ასევე ბალონური კათეტერის მეშვეობით. კათეტერის საშუალებით მიწოდებული სითხის გამო, ბალონი იბერება. შედეგად სტენტი იშლება და ინარჩუნებს არტერიისსანათურს გაფართოებულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, მოწმდება, საკმარისად თუ გაფართოვდა შევიწროებული ადგილი და პროცედურა მთავრდება.
საკმარისი გაფართოება ძალიან იშვიათად მიიღწევა. პაციენტთა 95% სტენტირების მეთოდს ირჩევს იმისთვის, რომ შეამციროს განმეორებითი შევიწროების რისკები. ადრე სტენტებად გამოიყენებოდა შიშველი არაჟანგვადი მეტალის სტენტები. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ამჟამად, სპეციალური წამლით დაფარული ახალი და განსხვავებული სტენტები იხმარება. რომელ შემთხვევაში რომელი სტენტისგამოყენებაა საჭირო, ექიმი წყვეტს პაციენტთან ერთად. სტენტირების პროცედურა მოითხვს ერთი დღით სტაციონარში განთავსებას. პაციენტი ეწერება მხოლოდ ექიმის ნებართვით. ორი დღის განმავლობაში პაციენტი სახლში უნდა იწვეს, 15 დღე კი, არ უნდა წავიდეს სამსახურში, შორს უნდა იყოს სტრესული სიტუაციებისგან და თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან. ამ დროის ამოწურვის შემდეგ, პაციენტს შეუძლია იმოგზაუროს კიდეც, საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტით. რუტინული კორონარული ანგიოგრაფია ტარდება ბარძაყის ფემორალური არტერიიდან. ჩვენს კლინიკაში კი, ანგიოგრაფია ხელის მტევნის რადიალური არტერიიდანაც ტარდება. ამას გარდა, ჩვენს კლინიკაში ტარდება ათეროსკლეროზული ბალთების მკურნალობა ბალონითა და სტენტებით, არა მარტო გულის არტერიის შევიწროება-დაცობის შემთხვევაში, არამედ თირკმელების პერიფერიული არტერიის, საძილე არტერიის და ფეხის ვენების შევიწროება-დაცობის შემთხვევაშიც.
გულის კათეტერიზაცია კორონარული ანგიოგრაფიის მსგავსი მეთოდია, რომელიც ტარდება ხელისა და ბარძაყის არტერიებიდან, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, საჭიროებს ამავდროულ ვენურ ჩარევასაც. გულის კათეტერიზაცია - ესაა გულის სტრუქტურის თანდაყოლილი ან შეძენილი გულის ანომალიის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკის დიაგნოსტიკის მეთოდი. ის გვეხმარება მკურნალობის სწორი გზის აღმოჩენაში. გულის კათეტერიზაცია 30 წუთს გრძელდება. პროცედურის დამთავრების შემდეგ, არტერიიდან და ვენიდან გამოაქვთ ბალონური კათეტერი და სისხლდენის შეჩერების მიზნით სიმძიმეს ადებენ. შემდეგ, პაციენტს მჭიდროდ გადაუხვევენ პუნქციის ადგილს და საწოლზე აწვენენ. პროცედურის შემდეგ 6 საათის დასვენება საკმარისად ითვლება. დასვენების შემდეგ, თუ ექიმი შესაძლებლად ჩათვლის, პაციენტს სწერენ ბინაზე. გულის კათეტერიზაციისა და კორონარული ანგიოგრაფიის დროს, ლეტალური დასასრულის რისკი - მინიმალურია. პროცედურის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ანგიო განყოფილების სამდივნოს და გაარკვიოს თუ მისი მხრიდან, რის გაკეთებაა საჭირო.
ინფარქტგადატანილ პაციენტებს ზოგიერთი სისხლძარღვი მთლიანად დახშული აქვთ და მათი გახსნისთვის, აუცილებლად, ოპერაციაა საჭირო. მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განყოფილების ექიმები ატარებენ სტენტირების მცირეინვაზიურ პროცედურებს ბალონის ჩადგმით, 100%-ით დახურული სისხლძარღვებისთვისაც კი. ეს პროცედურები მხოლოდ გარკვეულ კარდიოლოგიურ ცენტრებში ტარდება. ჩვენს კლინიკაში მომუშავე ექიმებს, ამ პროცედურის ჩატარებაში დიდი გამოცდილება აქვთ.
თუ ბარძაყის არტერიასა და მუცლის ღრუში არის ათეროსკლეროზული ბალთები, მაშინ არჩევენ მეორე მეთოდს. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ წინაგულის უჯრედში კეთდება 4-5 სმ კვეთა და ამ გზით ხდება მიღწევა გულის შორეულ ნაწილთან. შემდეგ კი კათეთერის საშუალებით ხდება სარქველის გამოცვლა. ორივე შემთხვევაში არ დგება ღია ოპერაციისა და გულის გაჩერების საჭიროება. პროცედურა ტარდება პაციენტის დაძინების გარეშე, ლოკალური ანესთეზიით. პროცედურის დამთავრების შემდეგ, პაციენტი გადაყავთ რეანიმაციის კორონარულ განყოფილებაში. პაციენტს აძლევენ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს. ის კლინიკაში რჩება 4-5 დღის განმავლობაში.
TAVI მეთოდი გამოიყენება, ძირითადად, გულზე ღია ოპერაციაზე მაღალი რისკების მატარებელ პაციენტებში. თუმცა, მეთოდი გამოიყენება ასეთი რისკების არმქონე პაციენტებშიც. რისკების მატარებელ პაციენტებად ითვლებიან ხანდაზმული და თირკმლის ფუნქციადარღვეული პაციენტები და ასევე, ადრე გულზე ღია ოპერაციაგადატანილი პაციენტები. TAVI მეთოდი ეფექტურ, სიცოცხლის გამახანგრძლივებელ, პაციენტების კლინიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებელ მეთოდად ითვლება, მაღალი რისკების მქონე პაციენტებისთვის.
ადრე, გულის მანკის ოპერაციები მტკივნეულად ტარდებოდა. ამჟამად, ექიმები მკურნალობის მცირეინვაზიურ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებული პაციენტის გულს, არ შეუძლია ნორმალური ფუნქციონირება, სუფთა და ჭუჭყიანი სისხლი ერთმანეთს ერევა. ჩვენს კლინიკაში, უმეტეს შემთხვევებში, მანკს მკურნალობენ მცირეინვაზიური მეთოდით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც გულის უჯრედში შეტყავთ კათეტერით, ბარძაყის არტერიიდან. პაციენტს ბინაზე სწერენ პროცედურიდან 48 საათის შემდეგ.
ენდოვასკულარული მეთოდი, უპირველესად, იმ პაციენტებისთვის გამოიყენება, რომლებისთვისაც ღია ქირურგიული ჩარევა მაღალი რისკების შემცველია. ზოგადად, ეს მეთოდი ყველა პაციენტისთვის მიზანშეწონილია. ენდოვასკულარული მეთოდით ანევრიზმის მკურნალობის დროს, პაციენტის სისხლძარღვების ქსელი ამ პროცედურისთვის შესაფერისი უნდა იყოს. სისწრაფისა და პრაქტიკულობის გამო, ამ მეთოდს იყენებენ აგრეთვე, გადაუდებელ სიტუაციებში, ანევრიზმის გახეთქვის დროს. პროცედურა ტარდება ლოკალური ანესთეზიით. შესაძლო კათეტერული ტექნიკის გამოყენების საჭიროების გამო, ის აუცილებლად, საოპერაციოს პირობებში უნდა ტარდებოდეს. საოპერაციოს პირობებშია მხოლოდ შესაძლებელი ვიზუალიზაცია, კათეტერული ტექნიკის გამოყენებით. პროცედურისთვის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია.
EVAR: მუცლის ღრუს აორტის ანევრიზმის სისხლძარღვის აღდგენა, ენდოვასკულარული მეთოდით, კათეტერით, ბარძაყის არტერიიდან, სტენტირებით.
TEVAR: გულმკერდის აორტის ანევრიზმის სისხლძარღვის აღდგენა, ენდოვასკულარული მეთოდით, კათეტერით, ბარძაყის არტერიიდან, სტენტირებით.
თირკმელების გარშემო არიან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ე.წ. სიმპატიკური ნერვები, რომლებიც ამ მიდამოში წნევის მატების მიზეზები ხდებიან. სიმპატიკური სისტემის მოწვა ხდება ანგიოგრაფიის მსგავსი მეთოდით, სპეციალური მოწყობილობით, ანესთეზიის გარეშე. მეთოდი მიმართულია ჰიპერტენზიის გამომწვევი სიმპატიკური ნერვების მოწვაზე და ჰქვია "რენალ სიმპატიკური დენერვაცია". ამ მეთოდით ეფექტურად ხდება რეზისტენტული ჰიპერტენზიის მკურნალობა, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე. მდგრადი მაღალი წნევის მკურნალობის ეს მეთოდი შედეგიანია 80-90 % შემთხვევაში. ის პაციენტს საშუალებას აძლევს შეამციროს მედიკამენტების რაოდენობა და შეინარჩუნოს წნევის სტაბილურობა.
ეს ტესტი იკვლევს დასვენებისა და სტრესის დროს გულის კუნთის სისხლით მომარაგებას ანუ კვებას. იკვლევს, არის თუ არა გულის მკვებავ სისხლძაღღვებში რაიმე ტიპის შევიწროვება. მისი არსებობის შემთხვევვაში, არკვევს ზემოქმედებს თუ არა ეს შევიწროვება გულის მუშაობაზე. Efor ტესტთან შერდარებით, ეს უფრო მგრძნობიარე კვლევის მეთოდია. თავიდან, პაციენტისთვის ინტრავენურად შეყავთ რადიაქტიური ნივთიერება და მოსვენებულ მდგომარეობაში, გამა კამერის საშუალებით ხდება ვიზუალიზაცია. შემდეგ კი , პაციენტს სთხოვენ გაიაროს სარბენ ბილიკზე ან სტრეს ტესტს მედიკამენტით უტარებენ და კვლავ შეყავთ რადიაქტიური ნივთიერება. გამა კამერის საშუალებით ისევ იღებენ გამოსხულებას. რადიაქტიური ნივთიერება აღწევს გულის კუნთს. სისხლძარღვის შერვიწროვების ადგილებში, ნივთიერება ნაკლებად რჩება. გამა კამერა გამოსახულების მისაღებ დანადგარს ჰქვია. ეს სისტემა გულის პერიფერიიდან გარკვეული ინტერვალებით გამოსულ რადიოაქტიურ სიგნალებს იძლევა და მათ კომპიუტერს გადასცემს. კომპიუტერს გადაჰყავს მიღებული სიგნალები ფერად გამოსახულებაში და ტარდება გულის კუნთში სისხლის ცირკულარიზაციის ანალიზი.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და კორონარული ანგიოგრაფია ტარდება ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, უკათეტეროდ. სპეციალური მულტი-დეტექტორული მრავალფუნქციური CT დანადგარით და გრძელდება სულ ერთი ამოსუნთქვის მანძილზე. CT კორონარული ანგიოგრაფია კლასიკურ ანგიოგრაფიასთან შედარებით უფრო სწრაფი, უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც ჩვენ დროში, მსოფლიო მასშტაბით, წარმოადგენს უახოლეს ტექნოლოგიას. მეთოდი გამორიცხავს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას.
კარდიოლოგიური MR გულის კუნთის, გულის პარკუჭების, აორტის, სარქველის მდგომარეობის შესამოწმებლად და ზოგიერთი არტერიული დაავადებების დროს გამოყენებადი, ძალიან მარტივი, რაიმე მედიკამენტის წინასწარ შეყვანის გარეშე, ვიზუალიზაციის მეთოდია. პროცედურა 45 წუთის განმავლობაში გრძელდება და არანაირი წინასწარი მომზადება არ სჭირდება.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო