444 70 44
შინაგანი ჯანმრთელობა!
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს შინაგანი ორგანოების დაავადებების განყოფილების მისია თავიდანვე იყო და არის პაციენტზე და მის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია.
საზოგადოებაში თერაპიის განყოფილების სახელით ცნობილი შინაგანი ორგანოების დაავადებების განყოფილება, სამედიცინო მეცნიერების დამფუძნებელი ფილოსოფიითა და მიდგომებით, ყველაზე ფართო პროფილის სამედიცინო მომსახურებისა და კვლევების უბანია.
უკანასკნელ წლებში, შინაგანი ორგანოების დაავადებები, ისეთი დარგებით გაძლიერებული, როგორიცაა რევმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, რეანიმაცია, ჰერიატრია, გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, იღებს პაციენტთა ძირითად რაოდენობას. ეს განყოფილება ატარებს არა მარტო სწრაფ და ლოკალურ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, არამედ ის აწარმოებს პაციენტთა გადამისამართებას შესაბამის განყოფილებებში.
"მოზრდილების ექიმის" სახელით ცნობილი განყოფილებაში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა და მეცნიერ მუშაკთა მიერ, სწორი კვლევებისა და ვიზუალიზაციის შემდეგ (USG, MR, CT), ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, ის გადაჰყავთ პირველი კლასის ერთადგილიან პალატაში დაკვირვებისა და მკურნალობისთვის.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს შინაგანი ორგანოების დაავადებების განყოფილება სრულიად შეესაბამება XXI საუკუნის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებს და ჩვენ დროში ძალიან გავრცელებული დაავადებების (დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და სხვ.) წინააღმდეგ, იყენებს ძლიერ მხარდამჭერ სისტემებს.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო