444 70 44
თურქეთის ყველაზე დიდი კერძო საინვესტიციო პროექტი ჯანდაცვის სფეროში - მედიპოლის სუნივერსიტეტო საავადმყოფოში არსებულ მსოფლიო კლასის ინფრასტრუქტურისა და უკანასკნელი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ონკოლოგიურ კლინიკაში, პროფესიონალ ექიმთა გამოცდილი გუნდი, ყველა სახის ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ, 7/24 საათის განმავლობაში, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ახორცილელებს.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ონკოლოგიური კლინიკის შემადგენლობაში შედიან შემდეგი განყოფილებები: ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, პედიატრიული ონკოლოგია, რადიოლოგია, ბირთვული მედიცინა, ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ბლოკი, აფერეზის ცენტრი და სრულად აღჭურვილი ლაბორატორიები.
იმედი ჩვენშია...
ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოადგენენ დაავადებათა ჯგუფს, რომელთაც ახასიათებთ უჯრედების უკონტროლო ზრდა და ანომალური გავრცელება. ისინი ადამიანთა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიურ ასპექტებს ასახავენ და საფრთხეს შემცველ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენს დროში, კიბო ქრონიკულ დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯანმრთელობის პრობლემაა მისი პრევალენტობისა და მაღალი სიკვდილიანობის გამო.
კიბოს დიაგნოზი ან თუნდაც მისი ალბათობა, პირდაპირ არღვევს ადამიანთა ჰომეოსტატიკურ წონასწორობას. მის მკურნალობაში ბოლოდროინდელი მიღწევების მიუხედავად, დაავადებაზე მიწერილი უარყოფითი აზრისა და ინტენსიური მკურნალობის აუცილებლობის გამო, პაციენტებს ბევრ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება, დაავადების მონიტორინგი და დაავადების მიუხედავად სიცოცხლით ტკბობის უზრუნველყოფა.
ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, მხოლოდ ქსოვილებსა და უჯრედებში სტრუქტურულ და ფუნქციონალურ პათოლოგიურ ცვლილებებს არ იწვევს, არამედ ის პიროვნების ფიზიკურ, სულიერ, სოციალურ განზომილებებზე მოქმედებით, უშუალო გავლენას ახდენს პაცინტის ცხოვრების ხარისხზე, რადგან ადამიანი დიაგნოზის დადგენიდან პოსტ-სამკურნალო და მკურნალობის პერიოდში ბევრ ფაქტორზე ხდება დამოკიდებული.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ონკოლოგიურ კლინიკაში, ონკოლოგიურ პაციენტთა დაავადებისა და მკურნალობის პროცესი განიხილება როგორც ერთი მთლიანი. განყოფილება გთავაზობთ როგორც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისებს, ასევე პაციენტთა ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, მთელ კლინიკაში ონკოლოგთა კონსილიუმი ტარდება კვირაში 2-ჯერ და ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის პროცესი, რომელთა სტატუსი საჭიროებს მულტიდისციპლინურ შეფასებებს, ეფექტურადაა დაგეგმილი. პაციენტთათვის ქიმიოთერაპია კურსი ტარდება კლინიკის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში. კიბოს მკურნალობის პროცესებთან და შედეგებთან დაკავშირებული შესაძლო სირთულეები, რომლებთანაც პაციენტებს უხდებათ შეხება, ყოველთვის გათვალისწინებულია მათი ფსიქოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.
დიდი იმედები…
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალპროფესიონალური აკადემიური პერსონალის ჩართულობით, კიბოს მკურნალობის პროგრამები წარმატებით ხორციელდება.
რადიოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მაღალი ენერგეტიკული გამოსხივების გამოყენებით, მიზნად ისახავს კიბოს უჯრედების განადგურებას.
რადიოთერაპია სიმსივნური უჯრედების გარდა, გავლენას ახდენს ჯანმრთელ უჯრედებზეც, ამიტომ მკურნალობის დაგეგმვა უნდა მოხდეს გამოცდილი სპეციალისტების მიერ, დიდი სიფრთხილით, გვერდითი ეფექტის მინიმიზაციის მიზნით.
კიბოს მკურნალობის დროს გამოყენებული სხივური თერაპიისას, სპეციალური დანადგარის საშუალებით, სიმსივნურ უჯრედებში ან მათთან ახლოს, გარედან დიდი სიზუსტით ხდება რადიოაქტიური ნივთიერებების მიწოდება.
პაციენტებს რადიოთერაპია უტარდებათ, კიბოს სახეობის მიხედვით, ქირურგიულ ოპერაციამდე, ოპერაციის მსვლელობისას ან მის შემდეგ. რადიოთერაპიის სახეობის შესახებ გადაწყვეტილებას რადიოლოგ-ონკოლოგი იღებს. ეს გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:
რადიოთერაპია ტარდება ან ცალკე ან ქიმიოთერაპიასთან ერთად.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო