444 70 44
გადაადგილების თავისუფლება…
მედპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფერალურ ცენტრს წარმოადგენს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სფეროში.
დეპარტამენტში, ორთოპედია და ტრავმატოლოგიისა და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროების მაღალპროფესიონალი აკადემიური პერსონალი, უკანასკნელი ტექნოლოგიების გამოყენებით, 7/24 საათის განმავლობაში ახორციელებს პაციენტთა მომსახურებას.
სპორტული ღონისძიებები ჩვენი ყოველდღიური ნაწილია. სამწუხაროდ, გადაჭარბებულმა აქტივობამ შესაძლოა რასასურველი შედეგები მოიტანოს. სპორტის ფიზიოლოგიისა და სპორტული ქირურგიის განყოფილებაში, ტარდება როგორც ფიზიოლოგიური კვლევები, ასევე პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენთა მკურნალობა.
სახსრების ართროსკოპული ოპერაცია არის ამ სფეროში ყველაზე გავრცელებული პროცედურა. ეს ქირურგიის ეფექტური სახეობაა, რომელიც პაციენტებს ეხმარება უმოკლეს ვადებში დაუბრუნდნენ თავიანთ ყოველდღიურობას და დაიბრუნონ ჯანმრთელობა. ართროსკოპიის შემდეგ, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილებასთან ერთად დაგეგმილი ფიზიკური თერაპიის პროგრამა, სპორტსმენთა სპორტული აქტივობების განახლებას და პაციენტთა ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას უზრუნველყოფს. აქ წარმატებით ტარდება ართროსკოპიული ოპერაციები მუხლზე, მხარზე, იდაყვზე, მენჯზე, ტერფზე, ხელის მტევანზე
ართროზი ანუ სხვაგვარად, სახსრების კალციფიკაცია, ჩვენ ქვეყანაში, საშუალო ასაკის მატებასთან ერთად, მოსალოდნელ დაავადებათაგან ერთ-ერთია. ამიტომაც პაციენტთა ინფორმირებულობა, მათ კომფორტული და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობის მომცემია. ამ დაავადების მკურნალობის მეთოდები განისაზღვრება პაციენტის ასაკის, მოლოდინების, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის და მისი სხვა დაავადებების გათვალისწინებით. აი, ზოგიერთი მათგანი
ზოგიერთი ხერხემლის დაავადება, სქოლიოზი ახალგაზრდებს და მოზარდებს ეხება და მათ როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე სოციალურ პრობლემებს უჩენს. განყოფილებაში, ყველა სახის სქოლიოზის ოპერაცია, ტრავმასთან დაკავშირებული ვერტებრის (ხერხემალი) მოტეხილობის ოპერაციები და ოსტეოპოროზთან (ძვლის განლევა) დაკავშირებული ხერხემლის ჩამოშლის ოპერაციები, დიდი წარმატებით ხორციელდება.
ახალშობილობისა და ჩვილობის პერიოდში გამოვლენილი ყველა დაავადება, დაწვრილებით გამოიკვლევა და დროის დაკარგვის გარეშე იწყება მკურნალობა. მათ შორისაა შემდეგი დაავადებები: მენჯის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, ტერფის და კიდურების თანდაყოლილი დეფორმაციები (ხელის მტევანი, იდაყვი, კისერი, მკლავი, ბარძაყი).
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო