საიტის ძებნა

ანესთეზიოლოგია

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის განყოფილება, საავადმყოფოში არსებულ საოპერაციოებს, რეანიმაციებს, ანესთეზიის პოლიკლინიკასა და ალგოლოგიის (ტკივილის მართვა) განყოფილებას ემსახურება.

ყველაზე მგრძნობიარე "უგრძნობობა"

ანესთეზიოლოგიის განყოფილება, უკანასკნელი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საოპერაციოებს და რეანიმაციის ბლოკებს, წელიწადის 365 დღისა და 24 საათის განმავლობაში,  პაციენტთა დიდ ჯგუფებს ემსახურება.

ზოგადი ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ბავშვთა ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიის, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, გულ-მკერდის ქირურგიის, ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის, პლასტიკური ქირურგიის, უროლოგიის, თვალის დაავადებების, ყბა-სახის ქირურგიის, ტრანსპლანტაციის ქირურგიის განყოფილებებში, ანესთეზიის პროცედურებს, უაღრესად გამოცდილი სპეციალისტები ატარებენ.

საოპერაციოების გარდა, ინტერვენციულ რადიოლოგიაში, მიკრო-რეზონანსულ კვლევებში (MR), კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, ულტრასონოგრაფიაში, პედიატრიულ კარდიოლოგიაში, ანგიო ლაბორატორიაში, გასტროენტეროლოგიურ ინტერვენციებში, მეან-გინეკოლოგიურ მცირე ჩარევებში, სამშობიარო ბლოკებში, მშობიარობის გაუტკივარების, ახლშობილთა კათეტერიზაციის და ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებშიც  გამოიყენება.