444 70 44
იმედთან ერთად იწყება სიცოცხლე!
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრის თანამშრომლები არიან მაღალკვალიფიციური ორგანოთა ტრანსპლანტაციის ქირურგები, ბავშვთა და მოზრდილთა ნეფროლოგები, გასტროენტეროლოგები, ანესტეზიოლოგები, დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგები, პათოლოგები, ტრანსპლანტაციის კოორდინატორები, ექთნები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.
ამ ფართო გუნდის ძირითადი მიზანია არა მარტო ორგანოთა ტრანსპლანტაციაა, არამედ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის ჯირკვლის ყველა სახის ქირურგიული დაავადების შემთხვევაში, პაციენტისათვის, მაღალ ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და დიდი გამოცდილებით, უმოკლეს ვადებში, საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
მედპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ორგანოთა ტრანსპლანტაციის გუნდს, ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციაში უმაღლესი გამოცდილება აქვს. ამ ძლიერ გუნდს, დღეისათვის გამოყენებული ქირურგიული ტექნოლოგიებით და მიღწევებით, ზრდასრულ პაციენტებთან ერთად, ერთი წლამდე ასაკის და 10 კგ-მდე წონის პაციენტებისთვისაც შეუძლიათ ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვა. ჩვენს ცენტრი, თავისი წარმატებული შედეგებით, კონკურენციას უწევს მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ცენტრებს.
მედპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრი პაციენტების დიაგნოსტიკას დიდი სიფრთხილით და ყურადღებით ატარებს. ისინი დაახლოებით, 4-7 სამუშაო დღეში მზად არიან ხოლმე ტრანსპლანტაციისთვის. გადანერგვის პროცესიც მაქსიმალურად სწრაფად სრულდება. გუნდი ანობიერებს, რომ ორგანოთა ტრანსპლანტაციაში გადანერგვის შემდგმომი პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული შედეგიასათვის და ამიტომ სწორედ გუნდის მიერ დამკვიდრებული სწრაფი მობილობის სისტემით, ხდება ექიმებთან დაკავშიერება დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო