საიტის ძებნა

ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვანი ადგილის დასამკვიდრებლად,  მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმოფო, დამაჯერებელ ნაბიჯებს დგამს. ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ცენტრი ცდილობს მოემსახუროს არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ მთელი მსოფიოდან ჩამოსულ პაციენტებს, ძვლის ტვინის გადანერგვის საჭიროებით. ამისათვის განყოფილება უკანასკნელი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ძვლის ტვინის და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის განყოფილება შედგება ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებების, თანამედროვე ლაბორატორიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებისგან.

ძლიერი აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ განყოფილებაში ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების საერთაშორისო სტანდარტებით ტრანსპლანტაციის გარდა, ტარდება პაციენტებისთვის საჭირო ყველა სხვა პროცედურა.

მულტიდისციპლინურ მკურნალობაზე ორიენტირებული ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის განყოფილებაში

  • მრავალგვარი მიელომების დროს (პლაზმური უჯრედებისგან შემდგარი ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებები),
  • ლიმფომების დროს (ჰემატოლოგიური ლიმფური კვანძების კიბო),
  • მწვავე ლეიკემიის დროს,
  • ქრონიკული ლეიკემიის დროს,
  • აპლასტიკური ანემიით ან მოხუცებულობით გამოწვეული ძვლის ტვინის უკმარისობის და მსგავსი სისხლის დაავადებების დროს,

ტარდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.

ბავშვთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში ტარდება როგორც ავტოლოგიური (თავის თავის დონორი), ასევე ალოგენური (უცხო დონორისგან) ტრანსპლანტაციებო.

ცენტრთან თანამშრომლობენ აფერეზის, ბავშვთა ინტენსიური თერაპიის, ბავშვთა ნეფროლოგიის, ბევშვთა ნევროლოგიის, ბავშვთა კარდიოლოგიის, ბავშვთა ენდოკრინოლოგიის, ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, და ბავშვთა პულმონოლოგიის განყოფილებები.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, ვმკურნალობთ შემდეგ დაავადებებს:

  • ლეიკემია
  • ლიმფომა
  • ზოგიერთი სიმსივნური დაავადება
  • თანდაყოლილი ან შეძენილი სისხლის დაავადებები (ხმელთაშუაზღვის ანემია, ნამგალუჯრედოვანი ანემია)
  • თანდაყოლილი ან შეძენილი ძვლის ტვინის უკმარისობა ( აპლასტიკური ანემია)
  • ორგანიზმის იმუნური სისტემის უკმარისობა ( მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი)
  • ნივთიერებათა ცვლის თანდაოლილი დაავადებები (მაგ. ადრენოლოკოდისტროფია)