საიტის ძებნა

დაავადებების ვიზუალიზაციისა და მკურნალობის ტექნოლოგიური განვითარებით, ნარჩენი დაავადებები და ფიზიოლოგიური მოვლენები, შეიძლება შედეგზე ორიენტირებული, ინდივიდუალური თერაპიის გამოყენებით,  მოლეკულურ დონეზე იქნას დაგეგმილი.  

ბირთვული მედიცინის კვლევები, პაციენტს დიდ სირთულეებს არ უქმნის, ის მარტივად ჩასატარებელი პროცედურაა. . გამოყენებული მედიკამენტები არ ცვლიან ნებისმიერი ორგანიზმის არცერთ ფუნქციას და შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებულ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის თირკმლის დარღვევების დროსაც.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადფმოფოს ბირთვული მედიცინის ცენტრს აქვს PET/CT (16 ნაჭრიანი), კარდიო გამა კამერა და  SPECT/CT.     

PET/CT

ცენტრში არსებული PET/CT სისტემით შესაძლებელია პაციენტისთვის გაცილებით ნაკლები რადიაციის მიღებით, უფრო მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია. 

ამ ვიზუალიზაციის საშუალებით, ხდება კიბოს უჯრედების კვლევა მთელ ორგანიზმში და პასუხი ეცემა კითხვას არის თუ არა დაავადების სხვა ორგანოებზე გავრცობა, ასევე მის ხასიათზე (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), არის თუ არა რეციდივი და ეფექტურია თუ არა მკურნალობა.  სხივური თერაპიის დროს, დანადგარი სიმსივნური ქსოვილის ადგილმდებარეობას და მკურნალობას მიმართულებას აჩვნებს.  ეს მოწინავე ტექნოლოგია, სიმსივნური დაავადებების გარდა, თავის ტვინის დაავადებებისა და გულის კუნთის სიცოცხლის უნარიანობის დემონსტრირებისთვისაც გამოიყენება. 

ცენტრის PET/CT - ის სპეციალური დიზაინის გამო, პაციენტი გადაღების დროს, ჭერზე გამოსახულ ვარსკვლავიან ცას უყურებს.  ამიტომაც, პროცედურა მისაღებია კლაუსტროფიით (დახურული სივრცის შიში) დაავადებული ადამიანებისთვისაც. 

გულის ვიზუალიზაცია

ვიზუალიზაციის ფასდება გულის კუნთამდე მიღწეული სისხლის რაოდენობა და ხდება გულის იშემიური დაავადების (CAD) დიაგნოზის გამორიცხვა.

ცენტრში არსებული გამა კამერა, მხოლოდ გულის სცინტიგრაფიისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიაა. თურქეთის მხოლოდ სამ  კლინიკაში არსებული მაღალი ტექნოლოგიების სისტემა, განსხვავდება სხვა გამა კამერების სისტემებისგან.

პაციენტების მიერ მიღებული რადიაციის დოზა 4-ჯერ არის შემცირებული, ამდენითაა შემცირებული პაციენტის გამა კამერაში დაყოვნების დრო (3 წუთი) და მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ვიზუალიზაციის ხარისხი. დანადგარს აქვს ფართო და ღია არქიტექტურა პაციენტის კომფორტისთვის. თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება კლაუსტროფობიით დაავადებული პაციენტებისთვის.

სტრეს ტესტის დასასრულს (სავარჯიშო ან ფარმაკოლოგიური), ვიზუალიზაციის აგენტი-მედიკამენტი ინტრავენურად შეყავთ.  მედიკამენტის მიღება უსაფრთხოა როგორც თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის. 

მონიშნული ლეიკოციტების სცინტიგრაფია

თურქეთში შეზღუდული რაოდენობის სამედიცინო ცენტრებში ტარდება მონიშნული ლეიკოციტების სცინტიგრაფია, მაგრამ მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბირტვული მედიცინის ცენტრში, ეს პროცედურა რუტინულად ითვლება. ცენტრში მონიშნული ლეიკოციტების სცინტიგრაფიისთვის, სპეციალური უჯრედოვანი კაბინეტი არსებობს. უჯრედების მონიშვნა ევროპული სტანდარტებით ტარდება. ამ პროცედურით ხდება ინფექციის წყაროს სწორად განსაზღვრა. მონიშნული ლეიკოციტების სცინტიგრაფია გამოიყენება უმიზეზო სიცხის, ძვლისა და რბილი ქსოვილის ინფექციების, პროთეზის ინფექციების, მეტალის იმპლანტების გარშემო არსებული ინფექციების მიზეზების გამოსავლენად, ფართო სპექტრის პაციენტთა ჯგუფში.

სხვა სინტიგრაფიები

SPECT / CT დანადგარის მეშვეობით, რომელიც აქვთ ბირთვული მედიცინის იშვიათ სამედიცინო ცენტრებს, ხდება ლეიკოციტების სცინტიგრაფიის, ძვლების სცინტიგრაფიის, პარათიროიდული ჯირკვლების სცინტიგრაფია და სასიგნალო ლიმფური კვანძების გამოკვლევა და ზრდის მრავალი ბირთვული მედიცინის გამოკვლევის სპეციფიკას. ეს ეპეციფიკა უფრო სწორი და ზუსტი ვიზუალიოზაციის ის საშუალებას იძლევა.

  • ძვლის სცინტიგრაფია
  • თირკმლის დინამიკური და სტატიკური სცინტიგრაფია
  • სასიგნალო ლიმფური კვანძების სინტიგრაფია და ინტრაოპერაციული გამა ზონდის გამოყენება
  • თიროიდისა და პარათიროიდის სცინტიგრაფია
  • ვეზიკოურეტერალური რეფლუქსის სცინტიგრაფია (პირდაპირი და არაპირდაპირი)

თიროიდის დაავადებები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი

დღეისათვის, გარემო ფაქტორებისა და ცხოვრების პირობების გამო, გაზრილია კიბოთი ავადობის შემთხვევები.  ფარისებრი ჯირკვლიდან წარმოშობილი კიბო არის ის დაავადება, რომლის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებით მკურნალობას, უმეტესად, კარგი შედეგები მოაქვს.

რადიოაქტრიური იოდი (131I), მედიცინაში გამოყენებული, შედეგზე ორინეტირებული ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. მკურნალობის ეს მეთოდი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვთა ასაკის ჩათვლით.

ზოგადად, საზოგადოებაში ერევათ მაღალდოზირებული და დაბალდოზირებული რადიაციული თერაპია.

კიბოს შემთხვევის გარდა, თიროიდის მკურნალობაში დაბალდოზირებული (<20mCi) თერაპია გამოიყენება. ამ თერაპიისდროს, პაციენტის სტაციონარში დაწოლა საჭირო არ არის.  იოდი, ოპერაციის გარეშე მკურნალობისთვის, ზედმეტად გააქტიურებული (ცხელი) კვანძების და ასევე გადამეტებულად მომუშავე თიროიდის ჯირკვლის გასანეიტრალებლად  გამოიყენება.

კიბოს დაავადების დროს, მაღალი დოზის იოდი, ოპერაციის შემდეგ გამოიყენება.  ამ მკურნალობის მეთოდის შემთხვევაში, პაციენტს ორი დღის განმავლობაში, სპეციალურად მომზადებულ კომფორტულ პალატაში, გარეთ გაუსვლელად უწევს ყოფნა. ცენტრში ორი ასეთი სპეციალური პალატაა მოწყობილი.