საიტის ძებნა

გერმანიაში თქვეს რომ „ვერ ილაპარაკებს“ თურქეთში სიმღერა დაიწყო

5 წლის თუღრა ჯიჰანგირ ათეშ-ი, რომელსაც გერმანიაში უთხრეს რომ ეპოლეფსიისა და ტუბეროსკლეროზის დაავადების გამო შემდგომ წლებში სიარულისა და საუბრის პრობემების შექმნის ალბათობა ჰქონდა, თურქეთში, საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ში გამოჯანმრთელდა. გერმანელი ექიმების მიერ ნათქვამი შემდგომ წლებში სიარულისა და საუბრის პრობემების შექმნის ალბათობის საწინააღმდეგოდ პაწაწინა თუღრა 4 წლიანი მკურნალობითი პროცესის დასასრულს სირბილითა და სიმღერის მღერით გაეწერა და ამ მომენტმა როგორც ოჯახს, ასევე ექიმებს გული აუყუჩდა.


პაციენტს 24 საათიანი დაკვირვებით არასაჭირო მედიკამენტებისა და მკურნალობისაგან ვიცავთ
საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ს ბავშვთა ნევროლოგიის განყოფილების დოცენტი ექიმი იასემინ თოფჩუ, რომელმაც პაციენტის მკურნალობა დაგეგმა, აცხადებს:
„თუღრა-ს 9 თვის ასაკიდან გულყრა, ანუ ეპილეფსიის სახელით ცნობილი კრუნჩხვებით, კანკალით, ცნობიერების ცვლილებებით მიმდინარე ეპილეფსიური გულყრები ჰქონდა. პირველ რიგში პაციენტზე 24 საათიანი ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიის მონიტორიზაციით, რომელიც ბევრ ცენტრში არ არის, დაკვირვება განხორციელდა. ჩვენი, ნევროლოგიური განყოფილების უპირატესობა ეს არის. ხანგრძლივი ელექტროენცეფალოგრაფიის გადაღებით ბავშვებს არასაჭირო მკურნალობისა და მედიკამენტების მიღებისაგან ვიცავთ. ამრიგად, დაავადების მიმდინარეობაში უფრო მოკლე ვადაში დადებითი ნაბიჯების გადადგმას უზრუნველყოფს. ამ დაავადებასაც შეუძლია ტვინში დაზიანებები გამოიწვიოს. ეპილეფსიისა და ტუბეროსკლეროზის მქონე პიროვნებები შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევისთვის შესაბამისად ჩაითვალონ. ჩვენც პირველ რიგში ჩვენი პაციენტის დაზიანებები შევაფასეთ და შევეცადეთ გვეპოვა კერები, რომელზეც ჩარევა შესაძლებელი იქნებოდა და ოპერაციის ალბათობა ეპილეფსიის საბჭოზე შევაფასეთ. საბოლოოდ მხოლოდ მედიკამენტის შეცვლა გადავწყვიტეთ. ამრიგად, შესაბამის ასაკში, შესაბამისი ეპილეფსიური გულყრებისკენ მიმართული მედიკამენტების მიცემით გულყრების სრულიად კონტროლზე დაქვემდებარებას ვახდენთ.“


კანზე თეთრი და ყავისფერი ლაქები დაავადების მაჩვენებელია
თოფჩუ, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ რომ თუღრა-ს მედიკამენტების პირველივე ცვლილებისას დადებითი მოვლენები განვითარდა, ასევე განმარტავს: „თუღრა სიტყვებს სრულად ვერ წარმოთქვამდა, სოციალური და ქცევითი პრობლემების შემცველი აუტიზმის მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდა. მედიკამენტებთან ერთად სოციალური და ინდივიდუალური განათლებით პაციენტის მხარდაჭერით მკურნალობის პროცესში ძალიან დადებითი წინსვლა მივიღეთ.“


კანზე დიდი რაოდენობით თეთრი ლაქებით, განვითარების პრობლემებითა და სხვა ნევროლოგიური მაჩვენებლებით მიმდინარე ტუბეროსკლეროზის მსგავს დაავადებებს მეთვალყურეობისას რეზისტენტული გულყრებიც თუ ახლავს თან, ბავშვებში მენტალურ განვითარებას აბრკოლებს, გარდა ამისა, ყურდღების, მეხსიერებისა და დასწავლის პრობლემები მატულობს. ადრეული დიაგნოსტირება და ერთ ცენტრში რეგულარული მეთვალყურეობა ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ამ დროისთვის თუღრა-ს ყველა გულყრა დასრულებულია და განვითარების პროცესი კარგად მიმდინარეობს“.
 „განაცხადეს რომ დიაგნოსტირება დაგვიანებულია და მკურნალობა ვერ განხორციელდება“


პაციენტის დედა ჩიღდემ ათეშ-ი დაავადების დასაწყისი პროცესისა და გამოცდილების შესახებ გვიყვება: 
„თუღრა 3 თვის იყო, როდესაც უცბად საკუთარი თავის დაკრუნჩხვა დაიწყო. მანამდე სხეულზე თეთრი ლაქები შევამჩნიეთ. გულყრები, მუდმივი ტირილი და კრუნჩხვა ჰქონდა. გერმანიაში ექიმს რომ მივმართეთ გვითხრეს რომ არაფერი ჰქონდა და სახლში გაგვიშვეს. გვითხრეს რომ ყველაფრი რიგზე იყო და არანაირი პრობლემა არ არსებობდა. მაგრამ ბავშვის ტირილი და კრუნჩხვა გრძელდებოდა. შემდეგ უფრო მრავალპროფილურ კლინიკებში წავედით. გვითხრეს რომ ტვინში კეთილთვისებიანი სიმსივნისა და ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ აღნიშნეს რომ არ იციან მკურნალობა საიდან დაიწყონ. „Medipol Mega“-ში მოსვლისას ექიმთან ვიზიტიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ყოველგვარი ოპერაციის გარეშე ეპილეფსიური გულყრები შეწყდა. ბოლოს 2020 წლის სექტემბრის თვეში გადატანილი ეპილეფსიური გულყრის შემდგომ შეტევა აღარ ჰქონია.“ 


 „ბავშვი მე ვერ მცნობდა“
ათეშ-ი, რომელიც აღნიშავს რომ გულყრის პირველი განვითარების პერიოდში, როდესაც იგი 4 თვის იმყოფებოდა, ბავშვი მას ვერ სცნობდა, ასევე აცხადებს:
 „გულყრებთან ერთად გაუცხოება დაეწყო, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა, რეაგირება, ცნობა, სიცილი შეწყვიტა. მკურნალობის დაწყების შემდეგ ცოცვა, კისკისი, საუბარი, დედისა და მამის ცნობა დაიწყო. ჩემი შვილი თურქეთში გამოჯანმრთელდა.“
 


30 სექტემბერი 2021, ხუთშაბათი