444 70 44
საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ს ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტიდან პროფ. ექიმი მურათ ელლი აცხადებს რომ „თავდაცვისა და იმუნური სისტემის მებრძოლი ლიმფური კვანძები განსაკუთრებით ბავშვობაში, გაციებითი, ვირუსული ანდა ნუშურა ჯირკვლის ანთებითი ინფექციების ანდა ბაქტერიული ინფექციების დროს შესაძლებელია გაიზარდოს. თუ ლობიოს ფორმის ლიმფურ კვანძები კისრის, იღლიის, საზარდულის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მიდამოში თხილზე უფრო დიდი ზომით გაისინჯება ხელით, დროის დაკარგვის გარეშე მიმართეთ პედიატრს“. იგი ასევე გვაფრთხილებს რომ პირველი სიმპტომები შესაძლებელია იყოს ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, სიწითლე ანდა ტემპერატურა.
საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ს ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტიდან პროფ. ექიმი მურათ ელლი გვაწვდის ინფორმაციას ბავშვობაში ლიმფური კვანძების შეშუპებისა და გაზრდის მიზეზებისა და სიმპტომების შესახებ.
პროფ. ექიმი მურათ ელლი აღნიშნავს რომ ბავშვებს, რომელთაც ლიმფური კვანძები ნორმაზე მეტად აქვთ გაზრდილი, შესაძლებელია ინფექცია ანდა რაიმე სხვა პრობლემა ჰქონდეთ. იგი ლიმფური კვანძების გაზრდის სიმპტომებს შემდეგნაირად აღწერს:
„ნორმალური ლიმფური ჯირკვლის კვანძები შეიგრძნობა, როგორც კანის ქვეშ განლაგებული პატარა, მოძრავი, გლუვი ზედაპირის მქონე, ელიფსური კვანძები. შეშუპება და კვანძები ჩნდება ნიკაპის ქვეშ, კისრის გვერდებზე ანდა უკანა მხარეს ანდა იღლიაში, საზარდულში, გულმკერდის ღრუში ანდა მუცლის ღრუში. გაზრდილი ლიმფური ჯირკვლის მიდამოში ტკივილი ანდა მგრძნობელობა, სიწითლე ანდა ტემპერატურა, არის ჩივილები, რომელთაც ყველაზე ხშირად ვხვდებით. ლიმფური ჯირკვლის გაზრდის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე მომატებული ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ცხვირის შეგუბება და ხველა, სუნთქვის გაძნელების მსგავსი სასუნთქი სისტემის სიმპტომები, უმადობა, ძვლებში და სახსრებში სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, წონის დაკარგვა და გამონაყარი.“
ლიმფური ჯირკვლები უბნის პოლიციის სამმართველოს მსგავსად მუშაობს
ელლი გვეუბნება რომ ლიმფური კვანძების, სხვაგვარად რომ ვთქვათ ლიმფური ჯირკვლების შეშუპებას „ლიმფადენოპათია“ ეწოდება და დასძენს: „ისინი კისრის, იღლიის, საზარდულის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მიდამოში მდებარე ლობიოს მარცვლის მსგავსი ჯირკვლებია. ეს ჯირკვლები ადამიანის სხეულში მეორე მიმოქცევის სისტემის ლიმფური სითხისთვის ფილტრის როლს ასრულებს. სხეულში მოხვედრილთა ანტიგენების (ბაქტერია, ვირუსი და სხვ.) დამცველობითი უჯრედებისთვის გაცნობისა და შემდეგ მოშორების უზრუნველმყოფი ლიმფური სისტემის მნიშვნელვანი კომპონენტია. ერთგვარი უბნის პოლიციის სამმართველოსავით მუშაობს. უბნის პოლიციის სამმართველოსავით მომუშავე ლიმფური ჯირკვლები სხეულში მოხვედრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს ებრძვის. ლიმფურ სითხედ წოდებული ეს სითხე ინფექციასთან ბრძოლაში სხეულის დამხმარე სისხლის თეთრ უჯრედებს, ანუ ლიმფოციტებს შეიცავს.“
რა არის ლიმფური სისტემის მოვალეობები?
ელლი მოგვითხრობს ლიმფური სისტემის მოვალეობების შესახებ და აცხადებს რომ იგი მონაწილეობას იღებს დაცვითი და იმუნური უჯრედების წარმოებაში და წვრთნაში, სისხლისა და ლიმფის გასუფთავებაში, უცხო ნივთიერებების ფაგოციტოზში, ანტისხეულების წარმოებაში და საბოლოოდ ლიმფური ძარღვებით ძირითად მიმოქცევაში მოხვედრაში.
ელლი, რომელიც აღნიშნავს, რომ ლიმფადენოპათია არის რაიმე მიზეზით ლიმფური კვანძების რაოდენობის, ზომისა და ფორმის ცვლილებები, ასევე აცხადებს: „ლიმფადენოპათია შესაძებელია გამოვლინდეს როგორც კისრის მსგავსად სხეულის ერთ ნაწილზე, ასევე შესაძლებელია სხეულში არსებულ ყველა ლიმფური კვანძები მოიცვას. კისერზე არსებული კისრის ლიმფური კვანძები ლიმფადენოპათიის ყველაზე გავრცელებული მიდამოა.“
გაციების დროს ლიმფური ჯირკვალი შეშუპდება
ელლი აცხადებს რომ ჩვილებში დაბადებისას ლიმფური ჯირკვლები გამოხატული არ არის, ამასთან ახდენს შეფასებას: „მაგრამ შემდგომ პერიოდში თითქმის ყველა ბავშვში გარკვეული პერიოდით ლიმფური კვანძების ზრდა შეინიშნება. მისი მიზეზია, ზოგადად გაციების, გრიპის, ნუშისებრი ჯირკვლის ანთების მსგავსი ვირუსული ანდა ბაქტერიული ინფექციების შედეგად ჯირკვლების გადიდება. რეაქტიული და ლიმფადენური ზრდაც, ზრდის სხვა ფორმებია. ლიმფური ჯირკვლების საერთოს არ არსებობაც პათოლოგიური მდგომარეობაა, რაც შეიძლება დაკავშირბული იყოს სხეულის დამცველობით პრობლემებთან.“
მიდამო, საიდანაც იმუნური სისტემა ძალას იღებს
ელლი მიუთითებს რომ იმუნური სისტემა ძალის უდიდეს ნაწილს ლიმფური სისტემიდან იღებს და განმარტავს: „იმუნური სისტემა ინფექციებისა და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ იბრძვის. ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლის მიზნით ლიმფურ კვანძებში უჯრედები და სითხე გროვდება. ეს კი ლიმფური ჯირკვლების გაზრდას იწვევს. სხეულის თოთოეულ მიდამოს სადრენაჟო ლიფური ჯირკვალი აქვს. გაზრდილი ლიმფური ჯირკვლები ინფექციურ მიდამოსთან ახლოს არის, რის გამოც მდებარეობის ადგილი მიზეზის დადგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, თავის კანის ინფექციის მქონე ბავშვს კისრის უკანა მხარს ექნება გაგანიერებული ლიმფური ჯირკვლები. ყბის ორგვლივ შესიებული ლიმფური ჯირკვლები შესაძლებელია კბილების ანდა პირის ღრუს ინფექციის მაჩვენებელი იყოს. სისტემური ინფექციის შემთხვევაში ლიმფადენოპათია სხეულში არსებულ ლიმფურ კვანძებზე უფრო ფართოდ ზემოქმედებს. განსაკითრებით ებვ-ს (ებშტეინ-ბარის ვირუსი) (ინფექციური მინონუკეოზი) ანდა ჩუტყვავილას მსგავსი ზოგიერთი ვირუსული ინფექცია ყველაზე გავრცელებულია.“
ლიმფადენოპათიის ყველაზე ხშირი მიზეზი
ელლი, რომელიც ლიმფადენოპათიის ყველაზე ხშირი მიზეზების შესახებ გვესაუბრება, საუბარს შემდეგნაირად აგრძელებს:
ინფექციური მიზეზებიდან ვირუსული ინფექციები ყველაზე ხშირი მიზეზია. ებშტეინ-ბარის ვირუსმა, ციტომეგალო ვირუსმა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა და ყველა ვირუსულმა გამონაყარმა შესაძებელია გენერალიზებული ლიმფადენოპათია გამოიწვიოს. სისტემური ბაქტერული ინფექციების უმრავლესობაშიც შეინიშნება ლიმფადენოპათია. განსაკუთრებით მისი მაგალითია ბაქტერიული სეფსისი, ტიფი, ტუბერკულოზი, სიფილისი. სოკოვანი (ჰისტოპლაზმოზი, კრიპტოკოკი, კოკსიდიომიკოზი), პარაზიტული (ტოკსოპლაზმოზი, მალარია) მიზეზებითაც შესაძლებელია ლიმფადენოპათია გამოვლინდეს.
ჩვენი ორგანიზაცია JCI-ს მიერ აკრედიტებულია, როგორც აკადემიური სამედიცინო ცენტრის საავადმყოფო