საიტის ძებნა

მდუმარე მკვლელის, აორტის ანევრიზმის 3 ფარული მიზეზი

საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ს გულსისხლძარღვთა ქირურგიული დეპარტამენტიდან  პროფ. ექიმი ქორჰან ერქანლი გვაფრთხილებს რომ „აორტის ანევრიზმა, ასევე ცნობილი როგორც აინშტაინის დაავადება, ვითარდება ისე რომ სისხლძარღვის გაგლეჯვამდე არანაირი სიმპტომი არ ვლინდება. ჰიპერტენზია, მარფანის სინდრომი და მათი მსგავსი გენეტიკური დაავადებები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ორმხრივი, ანუ ორ სარქვლიანი აორტის სარქველის დაავადება და ოჯახში გულსისხლძარღვთა დაავადება თუ არსებობს, დაუყოვნბლივ სპეციალისტს მიმართეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძარღვის გაგლეჯვისა და გასკდომის დროს სიკვდილის მაღალი რისკის წინაშე იქნებით.“

საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ს გულსისხლძარღვთა ქირურგიული დეპარტამენტიდან პროფ. ექიმი ქორჰან ერქანლი განმარტავს თუ რა უნდა ვიცოდეთ სხეულისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელ აორტაში მდუმარედ და მზაკვრულად განვითარებული აორტის ანევრიზმის შესახებ. ერქანლი, რომელიც ანევრიზმის მიზეზების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, აღნიშნავს რომ აორტის ანევრიზმა შესაძლებელია გამოიწვიონ ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა მაგალითად ჰიპერტენზია, მარფანის სინდრომი და გენეტიკური დაავადებები. პროფ. ექიმი ქორჰან ერქანლი აცხადებს: „არანაირი სიმპტომის არ ქონის გამო „მდუმარე მკვლელად“ წოდებული აორტის გაგანიერების (ანევრიზმის) მქონე პირებმა საავადმყოფოში ბოლო სტაიაზე, გახეთქვის ანდა გაგლეჯვის განვითარების შემდეგ მოსვლა დაიწყეს. ამ დაავადების მდუმარედ განვითარები, ცნობილი თუ უცნობი ტკივილების უგულვებელყოფისა და COVİD-19-ის მიმართ შიშის გამო ექიმთან კონტროლზე მისვლას უგულვებელყოფენ. ოჯახში გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პიროვნება თუ გყოვთ, დროის დაკარგვის გარეშე მიმართეთ ექიმს. ადრეულ სტადიაზე კონტოლი სიცოცხლეს გადაარჩენს.“

სისხლძარღვების 5,5 სმ გაგანიერება საოპერაციო ზღვარია

ერქანლი, რომელიც გვაფრთხილებს რომ აორტის გაგანიერება ზოგადად ყოველგვარი სიმპტომის გარეშე წლების განმავლობაში ვითარდება, განხორციელებულ წერილობით განმარტებაში აღნიშნავს შემდეგს:

„გარკვეული კრიტიკული სტადიის მიღწევის შემდეგ, გაგლეჯვის რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება. რადგანაც გაგანიერების 5,5 სმ-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში სასიცოცხლო რისკი იზრდება, ამ მაჩვენებელს საოპერაციო ზღვარად მივიჩნევთ. საოპერაციო ზღვარი 5,5 სმ ანდა 5,5 სმ-მდე მიღწევამდე სწრაფად მზარდი თუ არის, აუცილებლად ოპერაცია უნდა გაკეთდეს. 5,5 სმ-მდე გაზრდის შემთხვევაში გაგლეჯვის რისკის წლიური მაჩვენებელი 5-დან 10%-მდე მერყეობს. თუ გაგლეჯვა 6-დან 10-მდე სანტიმეტრს მიათწევს, რისკის წლიური მაჩვენებელი 20%-მდე იზრდება. ამ პაციენტებშიც კი, ეს დაავადება არანაირ სიმპტომს არ ავლენს. თუ პაციენტებში აორტის გაგანიერებას გულის სარქველის დაავადებაც ერთვის თან, შესაძლოა სწრაფი დაღლილობის, სუნთქვის გაძნელების, გულმკერდში ზეწოლის შეგრძნების, ხმის ჩახლეჩვის მსგავსი ჩივილები აღინიშნოს. მაგრამ 80%-ში არანაირი სიმპტომი და პრობლემა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულარული კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

თუ გაგანიერება გულიდან არ მოდის, გამოსავალი სტენდირებაა

ერქანლი, რომელიც აორტის გაგანიერების მკურნალობის სახეობებზე გვესაუბრება, საუბარს შემდეგნაირად იწყებს:

 „შეიძლება აორტის გაგანიერება სამი მიდამოში მოხდეს, ეს მიდამოებია: გულში, ორი გულმკერდის ღრუში და მუცლის ღრუში. თუ გაგანიერება გულმკერდის ანდა მუცლის ღრუს მიდამოშია, შესაძლებელია ჩატარდეს სტენდირებით მკურნალობა. მაგრამ გულიდან გამომავალ მიდამოში არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად ქირურგიული ჩარევა არის საჭირო. გაგლეჯვა ანდა გახეთქვა თუ არ არსებობს, ოპერაციის რისკი 2-დან 3%-მდე მერყეობს. პაციენტები ოპერაციის შემდომ დღის განმავლობაში ძალიან სწრაფად ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდებიან და მათი სრული გამოჯანმრთელება 45 დღიდან 2 თვემდე პერიოდში ხდება.“
 


20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი