საიტის ძებნა

დიმიტრი ეზიკიანი

დიმიტრი ეზიკიანი
ბავშვთა ჰემატოლოგია
ქვეყანა: საქართველო
 

გამარჯობა!

Dimitri

მინდა მადლობა გადავუხადო თქვენი საავადმყოფოს  ყველა თანამშრომელს. 
ჩვენი ვაჟი, დიმიტრი ეზიკიანი მედიპოლში ჩამოვიყვანეთ 2020 წლის 14 დეკემბერს, ძალიან სერიოზული და იშვიათი დაავადებით - აპლასტიკური ანემიით. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და არ გვქონდა მისი გადარჩენის იმედი. თქვენი ექიმები,  ბავშვის სამედიცინო ისტორიის გაცნობის შემდეგ, დათანხმდნენ ჩვენს დახმარებას. ჩვენ ვიცოდით, თურქეთის მედიცინის მაღალი დონის შესახებ და მედიპოლში ყოფნის პირველივე დღიდან,  თვითონ დავრწმუნდით ამაში. პირველი დღეებიდანვე, ექიმებისა და ექთნების მხრიდან, გარშემორტყმული ვიყავით სითბოთი და ყურადღებით. ყველას  მაშინვე შეუყვარდა ჩვენი შვილი და ამან განგვიმტკიცა გადარჩენის იმედი. ჩვენ საკუთარი თვალით დავინახეთ ყველა თქვენი თანამშრომლის მომსახურების მაღალი დონე და პროფესიონალიზმი. თურქული ენის არცოდნის გამო, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ თქვენი თარჯიმნების წყალობით, ყველა პრობლემა სწრაფად მოგვარდა. ყველანი ძალიან თავაზიანები და მეგობრულები იყვნენ და ყოველთვის ყველაფერში გვეხმარებოდნენ. ძალიან მალე თავი სახლში ვიგრძენით.
დიდი მადლობა ჩვენს მთარგმნელებს: ევას, იულდისს, სვეტლანას, აისულს, მუჰამედს, ათაჯანს, მაქსუდს, დაშას, მაიას, რომელიც ჯერ კიდევ გვეკონტაქტება, დიდი მადლობა მას!
მინდა განსაკუთრებით გამოვყო, ჩვენს რეგიონალური კოორდინატორი ნატალია დვალი, რომელიც მთელი 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩვენს საქმეებს. ამ ხნის მანძილზე, მან ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ყველა სახის ცნობისა და დოკუმენტის მომზადებაში. დიდი მადლობა მას და ბუღალტერიის თანამშრომელ მუსტაფა ომერ ქილიმჯის, ჩემი სადაზღვევო კომპანიის დოკუმენტების მომზადებაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც ორივემ ჩვენთვის გაწიეს, სამსახურის შემდეგ, თავიანთი პირადი დროის ხარჯზე, მრავალი დღის განმავლობაში.
დიდი მადლობა, რომ სასტუმრო სახლ ჩიმენთაშში დაგვაბინავეს. როდესაც ოჯახში ავადმყოფი ბავშვია, ის ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმრო. დიდი მადლობა ჩიმენთაშის მომსახურე პერსონალს, განსაკუთრებით რეჯეფს, რომელიც 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე იყო ჩვენთან, ყოველთვის სწრაფად და დროულად ასრულებდა ჩვენს ყველა თხოვნას და აგვარებდა წარმოშობილ პრობლემებს. ყველა თანამშრომელი ძალიან თავაზიანი და მეგობრული იყო ჩვენთან.
გავიცანით მანანა გურგენიძე, თქვენი საავადმყოფოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი. ის ძალიან დაგვეხმარა კომუნიკაციაში, დიდი მადლობა მას!
და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლობა თქვენს ყველა ჯადოქარ ექიმს, რომლებმაც შეძლეს ჩვენი შვილის გადარჩენა! ესენი არიან პატივცემული ექიმები - დოც. იონთემ იამანი, პროფ. მურათ ელლი, პროფ. სემა ანაკი, ექ. ნიჰან ბაირამი, პროფ. ქურშათ ოზდილი.
ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ ჩვენი შვილის - დიმას სიცოცხლისთვის. უზარმაზარი შრომა გაწიეს ჯერ მის სამკურნალოდ, შემდეგ კი ძვლის ტვინის გადანერგვისთვის მის მომზადებაში, დონორის მოძებნასა და  ყველაზე რთულ - რეაბილიტაციის პერიოდში. იყო მომენტები, როდესაც თითქმის დავკარგეთ წარმატების იმედი. ბევრმა  შვილის  სხვა კლინიკაში გადაყვანა გვირჩია, მაგრამ ჩვენ არავის მოვუსმინეთ და ექიმებს დავუჯერეთ. დიახ, ეს იყო გრძელი, მძიმე და ძვირი მკურნალობა. ძალიან ძნელი იყო ჩვენი შვილის ტანჯვის ყურება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენმა ექიმებმა შეძლეს სასწაულის მოხდენა და მათი ძალისხმევით ჩვენ სამივენი დავბრუნდით სახლში!!! ახლა ჩვენი სახლი ისევ სავსეა ბავშვის სიცილით და ჩვენს სიცოცხლეს ისევ აქვს აზრი!
მინდა ძალიან, ძალიან ბევრი თბილი სიტყვა გითხრათ ყველას, პირადად, მაგრამ სამწუხაროდ, მე თურქულად არ ვსაუბრობ და ამიტომ გთხოვთ, რომ ჩემი უღრმესი მადლიერება გადასცეთ ყველას!!!
მე, ნამდვილად, იმედი მაქვს, რომ ჩემს გარშემო, არავის, არასოდეს დასჭირდება მსგავსი მკურნალობა, მაგრამ თუ ეს მოხდება, ვიცი რომელი საავადმყოფო ვურჩიო. რა თქმა უნდა, ეს არის მედიპოლ მეგა!
მშვიდობა თქვენ, სიკეთე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!!!

 

პატივისცემით,
ვადიმ ეზიკიანი

Dimitri