საიტის ძებნა

ოთხი კლინიკის შემცველი ჯანმრთელობის კომპლექსი - მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო

მედიპოლ მეგა, როგორც საუნივერსიტეტო საავადმყოფო, აერთიანებს ცენტრალურ, ონკოლოგიურ, კარდიო-ვასკულარულ და სტომატოლოგიურ კლინიკებს. ეს არის თურქეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში. მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო, თანამედროვე არქიტექტურით, ინფრასტურქტურითა და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფოა. მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო არენაზე, საიმედო სამედიცინო ცენტრია.

საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე კომპლექსი

მედიპოლის განათლებისა და ჯანმრთელობის ჯგუფის მიერ შექმნილი, თურქეთსა და მსოფლიოში დამსახურებულად საამაყო მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო, JCI სტანდარტების ჯანმრთელობის კომპლექსია, რომელიც პაციენტებს მთელი მსოფლიოდან იღებს. მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ამაღლების მიზნით, დიდი ინვესტიციებისა და გარღვევების საშუალებით, აგრძელებს თავდაჯერებულ სვლას ჯანმრთელობის პრევენციულ და სამკურნალო დაცვის სფეროში.

მთლიანი აღჭურვილობა, თანამედროვე ინფრასტუქტურა და დიდი მოცულობა

მედიპოლ მეგა საავადმყოფოთა კომპლექსი აერთიანებს 470 ერთსაწოლიან პალატას, 133 რეანიმაციის ბლოკს (ზოგადი, კარდიო-ვასკულარული და ახალშობილთა ბლოკები). ყველა მათგანი აღჭურვილია უახლესი ციფრული სისტემებითა და ტექნოლოგიებით. მედიცინის დარგების რაოდენობის მხრივ, თურქეთის ყველაზე დიდი კერძო ინვესტიციის კომპლექსი, პაციენტზე ორიენტირებულ, უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს. საავადმყოფოს განკარგულებაშია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 25 საოპერაციო ბლოკი.

საავადმყოფოს თანამედროვე არქიტექტურა

მედიპოლ მეგა საავადმყოფოში შემოსული პაციენტი უკეთ იგრძნობს თავს, რადგან კლინიკას, ჩვეულებრივი საავადმყოფოს დიზაინისგან სრულიად გამორჩეული არქიტექტურა და ორიგინალური დიზაინი აქვს. ამ კუთხითაც საავადმყოფო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში. კომპლექსი 15 000 მ/კვ. ეზოს ფართობით, 26 000 მ/კვ. ხუთ სართულიანი ავტოსადგომით და 1500 თანამშრომლისთვის 100 000 მ/კვ. დახურულ ფართობს ფლობს.

პაციენტებისთვის კომფორტული პალატები

მედიპოლიის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომლისთვისაც პაციენტის კომფორტი პრიორიტეტულია, პაციენტებს და მათ ახლობლებს სახლის კომფორტს უქმნის. საავადმყოფო გათვლილია სულ 470 საწოლზე, ერთადგილიან პალატაში, მათ შორისაა ფართო და თანამედროვე დიაზინის, ლუქსი პალატები ტერასაზე ბაღით, ლუქსი პალატები და რეგულარული პალატები. ყველგან დამონტაჟებულია LCD ეკრანი და პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლოს მულტიმედიური (ტელევიზორი, DVD, ინტერნეტი) მომსახურებით. პაციენტებსა და მათ ახლობლებს პალატებში შექმნილი აქვთ თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველანაირი კომფორტი, ხარისხიანი კვებითი მომსახურებით.

სამლოცველო

სპეციალური არქიტექტურული მიდგომით შექმნილ, 600 ადამიანზე გათვლილ გუმბათოვან სამლოცველოში, პაციენტებსა და მათ ახლობლებს შეუძლიათ შეასრულონ ლოცვები თავიანთი რელიგიის მიხედვით.

5 ვარსკვლავიანი კაფე-რესტორანი "პოლინი" (POL'IN)

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კაფე-რესტორანი "პოლინი", თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, დასვენებასა დაახალი არომატების დაგემოვნებას გთავაზობთ.

პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული კაფე-რესტორანი,თურქული და მსოფლიო სამზარეულოს ჯანსაღი და გემრიელი მენიუს ნაკრებს გთავაზობთ.

ორიგინალური ვერტოდრომით უსაზღვრო მომსახურება

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ვერტოდრომზე გათავლისწინებულია თურქეთში არსებული ყველაზე მძიმე ვერტმფრენების დაჯდომაც კი. ვერტოდრომი ემსახურება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პაციენტების ყველაზე სწრაფ ტრანსპოტირებას საავადმყოფოში.

უახლესი ტექნოლოგია უსაფრთხოების სამსახური

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, მართვისა და პაციენთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს 7/24 უსაფრთხოების სამსახურის მომსახურებას. ამისათვის გამოყოფილია ცენტრალური სისტემური ოთახი, საზოგადოებრივ სივრცეში არსებული უკნასკნელი ტექნოლოგიის სათვალთვალო კამერები, რენტგენის კონტროლირებადი სისტემა და სპეციალურად მომზადებული ექსპერტთა ჯგუფი.

მედიკამეტებისა და სამედიცინო მასალების PYXIS სისტემა, მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფოში!

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, მსოფლიოში უპირველესი და უმსხვილესი ფარმაცევტული მართვის სისტემა Pyxis Drug Management System გამოიყენება. 2004 წლიდან დრემდე თურქეთის ძალიან ცოტა საავადმყოფოშია დანერგილი Pyxis სისტემა. სისტემა აერთიანებს უმნიშვნელოვანეს პრინციპს - სწორი მედიკამენტები, სწორი დოზით, სწორი გზით, სწორ დროს, სწორ პაციენტს. მედიკამეტების შერჩევა, კონტროლი და მიწოდება Pyxis PARX-ში (Pharmacy Auto Replenisment - აფთიაქის ავტომატური შევსება) არსებული შტრიხ-კოდის სკანირების სისტემით ხორციელდება. Pyxis PARX - ში მედიკამენტის დასახელება, რაოდენობა და დოზა განისაზღვრება უსადენო დამტკიცების გზით, რაც წამლის სააგენტოების სიზუსტესა და ეფექტურობას აუმჯობესებს.

პაციენტის ხელიდან ონლაინ მიწოდება

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სამუშაო პროცესი ჩქარდება და ფიზიკური სივრცე ეფექტურად ხდება გამოყენებული ე.წ. "Filo" პორტატული მანქანების საშუალებით. პაციენტის იდენტიფიკაციის შემდეგ (ხელიდან შტრიხ-კოდის წაკითხვით), შესაძლებელია მიღებულ იქნას მთელი სამედიცინო ინფორმაცია მასზე, რომელიც პაციენტს შეიძლება გადაეცეს დაუყოვნებლად.

PACS შეუზღუდავი ციფრული არქივი

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, PACS სისტემების საშუალებით, გამორიცხულია სამედიცინო დოკუმენტაციის ქაღალდის ფორმატში დაარქივება. პაციენტის ყველა სახის ვიზუალიზაცია, დაუყოვნებლივაა ხელმისაწვდომი.

პაციენტისთვის PACS სისტემის უპირატესობები :

პაციენტის ყველა ვიზუალიზაცია კომპიუტერში ინახება და ახალი გადაღების შემდეგ, შესაძლებელია. წინა გამოსახულებებთან შედარება და ამდენად, სწორი სამედიცინო შეფასება.

პაციენტებს ექიმთან საკონტოლო ვიზიტზე მისვლისას ფირების ტარება არ სჭირდებათ.

ფირების დაკარგვის საშიშროება არ არსებობს, ისინი საავადმყოფოში არიან დაცული.

ფირები დროთა განმავლობაში გარემო პირობებისგან დეფორმირდებიან, მაგრამ ციფრული ფირები წლების მანძილზე უცვლელად ინახებიან.

საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ, სხვა სამედიცინო ცენტრებში, მათი გადაგზავნა შესაძლებელია.

პაციენტის სურვილის შემთხვევაში, მას ფირები კომპაქტ დისკის სახით გადაეცემა, რომელსაც პერსონალურ კომპიუტერში გახსნის.

ტრანსფერი კომპიუტერული კონტროლით

პნევმატური მილების სისტემა

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, ათასობით მედიკამენტი, სისხლის მასალები და სინჯები, სხვადასხვა სამედიცინო მასალა, რენტგენის ფირები, დასკვნები და დოკუმენტაცია, ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე, ერთი შენობიდან მეორე შენობაში, პნევმატური მილების საშუალებით, კომპიუტერული კონტროლით მოძარაობს და მასალები სწრაფად და საიმედოდ გადაადგილდება.