ნეიროქირურგიულ საოპერაციოებში რობოტული ნავიგაციისა და ინფრაოპერაციული მიკრორეზონანსული კვლევების (MR) ერთდროული გამოყენება, წინასაოპერაციოდ, ოპერაციის მსვლელობისას თუ მის შემდგომ, ყველა საჭირო გამოსახულების სწრაფად და უნაკლოდ მიღების საშუალებას იძლევა.
ოპერაციის მსვლელობისას ნავიგაციის, ულტრაბგერის, ულტრაოპერაციული MR-ის ან უხელო კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოყენების დროს, არ არის საჭირო პაციენტის სტერილური საოპერაციო გარემოდან გამოყვანა. ამდენად, თავიდან ვიცილებთ როგორც დროის დანაკარგს, ასევე ინფექციის რისკებს. საოპერაციოში დანერგილი სწრაფად მზარდი თანამედროვე ტექნოლოგიების - კერძოდ, ნავიგაციის სისტემების, ინტრაოპერაციული MR-ის, ულტრაბგერითი ასპირატორის მსგავსი ყველა ტექნოლოგიური მოწყობილობის - საერთო მახასიათებელია ჯანმრთელი ქსოვილისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიუყენებლად, ყველაზე სანდო გზით, თავის და ზურგის ტვინის დაზიანებებთან მიღწევა და მათი მოცილება.
ნავიგაციის სისტემებით პაციენტზე სამ განზომილებაში ცოცხლდება თავის ტვინში ოპერაციამდე MR -ით დადგენილი გამოსაკვლევი უბნები.
სისტემა GPRS აპარატის მსგავს ფუნქციასაც ატარებს. რადიოლოგიის ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ოპერაციის მსვლელობისას მოხდეს სიმსივნურ უბანზე ფოკუსირება. ნავიგაციის დახმარებით ეკრანზე ერთ განზომილებაში გამოსახული MR (მიკრორეზონანსული კვლევა) ან CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) სამგანზომილებიანი ხდება და ოპერაციისას მიღებული მყისიერი გამოსახულება საშუალებას იძლევა, რომ ქირურგი ჯანსაღი ქსოვილის დაუზიანებლად, ყველაზე ხელსაყრელი პოზიციიდან მიუახლოვდეს დაზიანების კერას.
ხერხემლის ოპერაციების დროსაც, ამის მსგავსად, უხელო ნავიგაციის აპარატი უზრუნველყოფს ჯერ დაზიანებული კერების აღმოჩენას და შემდგომ ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად ქირურგიული პროცედურების ჩატარებას. ჩასატარებელი პროცედურები, ყველა ეტაპზე, დადასტურებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას ემყარება. ეს არის ტომოგრაფიულ მონაცემებზე დაფუძნებული, თანამედროვე რადიოლოგიური მეთოდი.
საოპერაციოებში გამოყენებული MR- ის აპარატით, განსაკუთრებით თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციების სხვადასხვა ეტაპებზე, პროცედურების რადიოლოგიური კონტროლი ხდება, რათა გარანტირებული იყოს პათოლოგიის ზუსტი დასკვნა. ეს არის პაციენტის საოპერაციო ბლოკიდან გაუსვლელად პირველადი ანალიზის უზრუნველყოფის აპარატი.
მთელი ეს ტექნიკა ოპერაციული ჩარევისას აკეთებს მოწოდებული მონაცემების ზუსტ შეფასებას და განსაზღვრავს სასწავლო მრუდს. არკვევს, თუ რომელი ტიპის ქირურგიაში და რომელი ტექნოლოგიური მოწყობილობა უნდა იქნეს გამოყენებული და რა სიხშირით.
თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისას პაციენტებისთვის ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპერაციული მკურნალობაა. რაც უფრო დროული და შედეგიანი იქნება ოპერაციული ჩარევა, მით უფრო მეტია რადიოთერაპიული და მედიკამენტური დამცავი მკურნალობით სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, მთელი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, უპირველესად, პაციენტის დამატებითი დაზიანებებისგან დაცვასა და, თავისთავად, წარმატებულ ოპერაციულ მკურნალობას განაპირობებენ.
ინტრაოპერაციული MR-ის სისტემა აჩვენებს, ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხდა თუ არა სიმსივნისგან მთლიანად გათავისუფლება. სიმსივნის ამოკვეთის პროცესის დაწყების შემდეგ, გარკვეულ ეტაპზე, საჭირო ხდება თავიდან გადაღება. ეს კი ოპერაციის მსვლელობისას ულტრაოპერაციული MR-ით ხორციელდება.
ამდენად, ქირურგის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა ნულს უტოლდება და სიმსივნის ამოკვეთა მინიმალური რისკებით ხდება.