თავის ტვინის დაავადებებზე ორიენტირებული არაოპერაციული ერთადერთი თერაპია.
გამა დანა რადიოქირურგია
თავის ტვინის დაავადებების დროს, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის დანადგარი Gamma Knife, სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიის “ოქროს სტანდარტის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
Gamma Knife-ის კოორდინატები წარმოადგენენ მკურნალობის სისტემას, რომელიც გამა-სხივების საშუალებით, დაზიანებული თავის ტვინის ქსოვილის განადგურების საშუალებას იძლევა.Gamma Knife-ით შესაძლებელია როგორც კეთილთვისებიანი (მენინგიომები, ჰიპოფიზის ადენომები, აკუსტიკური ნევრომები), ასევე ავთვისებიანი სიმსივნეების (მეტასტაზები თავის ტვინში, გლიალური სიმსივნეები) მკურნალობა.
თავის ტვინის სიმსივნეების გარდა, Gamma Knife-ს თავის ტვინის სისხლძარღვთა (არტერიო-ვენური მალფორმაციები) და თავის ტვინის ფუნქციონალური დაავადებების (სამწვერა ნერვის ნევრალგია, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია) დროსაც იყენებენ.
განსაზღვრული კოორდინატებით მომუშავე რადიოქირურგიული სისტემა მუშაობს დაავადებული ქსოვილის განადგურების პრინციპით. სხვადასხვა წყაროებიდან გამოსული რადიოაქტიური სხივები ერთ წერტილში ერთდებიან და წარმოშობენ მაღალ ენერგიას. სწორედ ეს ენერგია მიემართება დაზიანებულ ქსოვილზე, მის გასანადგურებლად. ამასთან, სხივები არ აზიანებენ ჯანმრთელ ქსოვილს.
ქირურგიული მეთოდი სხივური თერაპიისგან ამითაც განსხვავდება. მკურნალობა მთავრდება ერთ სეანსში. ძირითადად, ამ თერაპიას იყენებენ იმ შემთხვევებში, როდესაც თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია ან პაციენტისთვის რისკები ძალიან მაღალია.
რა არის Gamma Knife Perfexion?
Gamma Knife Perfexion დანა არ არის. ის 192 ცალი კობალტის სინთეტიკური რადიოაქტიური იზოტოპის მქონე რადიოქირურგიული დანადგარია. მისი საშუალებით თავის ტვინის დაავადებებისა და ანომალიების მკურნალობის ერთ დღეში ჩატარებაა შესაძლებელი. ეს არაოპერაციული მეთოდია, ჭრილობისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე, თუმცა ოპერაციის მსგავსი შედეგით.
როგორ მუშაობს Gamma Knife Perfexion?
მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნიკითა და 3-D მკურნალობის დაგეგმვის პროგრამით, 192 ფოკუსირებული გამა-სხივი თავის ტვინში არსებულ პატარა სამიზნეს აღწევს. თითოეული სხივის ძალა სუსტია, ამიტომ სანამ მიზანს არ მიაღწევს, არ იწვევს დაზიანებებს და იცავს ჯანმრთელ ქსოვილს.
Gamma Knife Perfexion-ით მკურნალობის ეფექტურობა
ეს არის უსისხლო, უმტკივნეულო თერაპიის მეთოდი, თმის გადაპარსვის საჭიროების გარეშე და ყოველდღიურ რუტინაში სწრაფი დაბრუნების შანსით. პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფია, ვიდრე ოპერაციის შემდგომი. პროცედურა ერთჯერადია, ზოგადი ანესთეზიის გარეშე. მკურნალობის ხარჯებს თურქეთის სოციალური დაზღვევის ფონდი (SGK) უნაზღაურებს თავის ბენეფიციარებს. მსოფლიოში სხვადასხვა დაავადებების მქონე 700.000 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ეს თერაპია და დაფიქსირებულია ძალიან კარგი გრძელვადიანი შედეგები. ზოგ შემთხვევაში, ოპერაციასა და რადიოთერაპიასთან ერთად, კომბინირებულად ტარდება, ზოგ შემთხვევაში კი, ერთადერთი ძირითადი მკურნალობაა. ის კარგი ალტერნატივაა იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც შეუძლებელია ან თავად არ სურთ ქირურგიული ოპერაცია.
რომელ პაციენტებს მკურნალობენ Gamma Knife Perfexion-ით?
Gamma Knife Perfexion რადიოქირურგია გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა, თავის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, ფუნქციონალური დაავადებები, სისხლძარღვთა დაავადებები, თავ-კისრის სიმსივნეები. რადიოქირურგიით მკურნალობაზე გადაწყვეტილება ექიმთა ჯგუფმა უნდა მიიღოს.
როგორ შეიძლება მივმართოთ Gamma Knife Perfexion-ს?
პაციენტთა უმეტესობა Gamma Knife მკურნალობაზე ექიმის რეკომენდაციით ხდება, მაგრამ ზოგიერთი პაციენტი თვითონ მიმართავს შესაბამის განყოფილებას. ჩვენ გვყავს გადაწყვეტილების მიმღები და რეკომენდაციის მიმცემი Gamma Knife-ის კვალიდიციური ჯგუფი.
რა მონაცემებია საჭირო Gamma Knife Perfexion-ის რადიოქირურგიაზე გადაწყვეტილების მისაღებად?
მულტიდისციპლინური გუნდი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს პაციენტის სამედიცინო და ქირურგიული ისტორიით, კლინიკური გამოკვლევებით და MR /CT/ PET-CT ვიზუალიზაციის შედეგებით.
ეფექტიანია თუ არა Gamma Knife Perfexion-ით მკურნალობა?
Gamma Knife - ით მკურნალობის წარმატების მაჩვენებლები ძალიან შთამბეჭდავია. ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კლინიკური კვლევებით გამყარებული რადიოქირურგიის ეს მეთოდი, უპრეცენდენტო შედეგებს აჩვენებს. კლინიკური პრაქტიკა იზრდება და მრავალი დაავადების მკურნალობის არჩევანში, პირველ ადგილზე განიხილება. მსოფლიო მასშტაბით, დღეის მონაცემებით 700.000 მეტმა ადამიანმა იმკურნალა. ყოველწლიურად, საშუალოდ, 60.000 ადამიანი ამ მეთოდით მკურნალობს.
რამდენად უსაფრთხოა Gamma Knife Perfexion - ის პროცედურა?
Gamma Knife პროცედურის უპირველესი მიზანია - ჯანმრთელი ქსოვილის არდაზიანება და ეს შესაძლებელია. ქირურგიული ჭრილობის და ზოგადი ანესტეზიის საჭიროების არქონის გამო, თავის ტვინის ღია ოპერაციის შემდგომი გართულებები - სისხლდენა და ინფექციები მცირდება. ძირითადად, პროცედურის შემდეგ, პაციენტს კლინიკაში ღამის გატარება არ სჭირდება. გამოჯანმრთელების პერიოდიც საკმაოდ მოკლეა.
შეიძლება თუ არა პროცედურის ჩატარება მოხუცი და სხვა დაავადებებითაც დაავადებული პაციენტებისთვის?
Gamma Knife რადიოქირურგია, მძიმე, ღია ოპერაციისთვის შეუფერებელი პაციენტებისთვის, ფასეული ალტერნატივაა. პაციენტებისთვის, ვისთვისაც ზოგადი ანესტეზია საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს, Gamma Knife რადიოქირურგია იდეალური გამოსავალია. Gamma Knife ტექნოლოგია შედეგიანია იმ პაციენტებისთვისაც, რომლებისთვის ღია ოპერაცია შესაძლოა ფუნქციონალური ზიანის მომტანი იყოს ან მათი დაავადებული ქსოვილი ძნელად მისადგომ ადგილას მდებარეობდეს. გამოიყენება აგრეთვე, როგორც მკურნალობის დამამთავრებელი ეტაპი ინტერვენციული ნეირორადიოლოგიური პროცედურებისა და რადიოთერაპიის შემდეგ.
რა ხდება Gamma Knife Perfexion-ის პროცედურის ჩატარების დროს?
თავდაპირველად, პაციენტს თავზე უმაგრდება ძალიან მსუბუქი მეტალის ჩარჩო. ეს როცედურა ლოკალური ანესთეზიით ტარდება. მას მშვიდ გარემოში ნეიროქირურუგი ატარებს. ჩარჩოს დამაგრების პროცედურს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩარჩოდამაგრებულ პაციენტს შესაბამისი MR კვლევა ან თუ საჭირო გახდა ანგიოგრაფიკული კვლევა უტარდება. ვიზუალიზაციიდან მოსული მონაცემები მკურნალობის დაგეგმვის კომპიუტერულ სისტემაში იტვირთება. მაშინ, როდესაც პაციენტი თავის პალატაში ისვენებს, გამოცდილ ექიმთა გუნდი (რადიოლოგ ონკოლოგი, ნეიროქირურგი, სამედიცინო ფიზიკის სპეციალისტი) მოწინავე ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მკურნალობას გეგმავს. ეს პროცესი, შემთხვევის სირთულის მიხედვით, დაახლოებით, 1 საათი გრძელდება. ყოველი პაციენტისთვის პირადი მკურნალობის გეგმის შედგენის შემდეგ, პაციენტი Gamma Knife-ის დანადგარის საწოლზე გადაჰყავთ და საჭირო პოზიციას აძლევენ. პაციენტისთვის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, პაციენტი ავტომატურად გადაიყვანება დანადგარზე და პროცედურა იწყება. მკურნალობა 15 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება და ამ დროის მანძილზე, პაციენტი არაფერს არ გრძნობს. პროცედურის დამთავრების შემდეგ, ავტომატურად ხდება პაციენტის დანადგარიდან გამოყვანა და ნეიროქირურგი მას ჩარჩოს ხსნის.
რძნობს თუ არა პაციენტი რამეს, Gamma Knife Perfexion-ით მკურნალობის დროს?
პროცედურის განმავლობაში, პაციენტი რადიაციას ვერც დაინახავს და ვერც იგრძნობს. ჩარჩოს დამაგრების მომენტი მსუბუქი დისკომფორტია, მაგრამ პროცედურა მტკივნეული არ არის.
პროცედურის მსვლელობისას ღვიძავს თუ არა პაციენტს?
პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტს არ სძინავს და მისი გონება მუშაობს. ამ დროს ის კაბინაში მარტო იმყოფება, მაგრამ მას მთელი გუნდი გარედან აკვირდება და მასთან ხმოვანი კავშირი აქვთ.
საჭიროა თუა არა პროცედურისთვის თმის გადაპარსვა?
Gamma Knife-ის პროცედურამდე თმის გადაპარსვა არ არის საჭირო. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თავის მცირე ნაწილიდან ხდება თმის ცვენა, მაგრამ ძირითადად, ეს არ არის შესამჩნევი.
რა არის მოსალოდნელი მკურნალობის შემდეგ?
პროცედურის შემდეგ პაციენტს თავიდან ჩარჩოს ხსნიან. ამ პროცედურის შემდეგ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მცირე სისხლდენას იმ ადგილებში, სადაც ხრახნები შედიან, მაგრამ ზოგადად, მცირე გაჟონვა ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ამ ადგილების სისუფთავე. პროცედურიდან რამდენიმე საათის განმავლობში, პაციენტს აკვირდებიან და შემდეგ უშვებენ ბინაზე. ძირითადად, არ არის საჭირო სტაციონარში დარჩენა. სხვადასხვა დიაგნოზიან პაციენტებზე, დაკვირვების მეთოდებიც სხვადასხვაგვარია და ექიმი პაციენტს ამას აცნობს.
რამდენ ხანში იწყებს მოქმედებას Gamma Knife?
მკურნალობის ეფექტის დანახვა შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე, სამკურნალო დაავადების თავისებურების მიხედვით. Gamma Knife Perfexion-ით მკურნალობის მიზანი, დაავადების კონტროლს დაქვემდებარებაა. მკურნალობის დროს გამოყენებული რადიაციული გამოსხივება დნმ-ის უჯრედებზე მოქმედებით, მათ გამრავლებას უშლის ხელს. სისხლძარღვების დაავადებების დროს ანომალური ვასკულარიზაცია ფერხდება და ამ ადგილიდან სისხლის მიწოდების თავიდან აცილება ხდება.
რა გართულებები ახლავს Gamma Knife Perfexion-ით მკურნალობას?
ყველაზე გავრცელებული გართულებებია, თავის ქალის გარკვეული უბნის ტკივილი და შეშუპება, თავის ტკივილი. იშვიათად, კანის სიწითლე და ქავილი, გულისრევა და კრუნჩხვები. გვიანი გართულებებიდან, იშვიათად გვხვდება თმის ცვენა გარკვეულ უბნებზე, შეშუპება და ნეკროზი.
როდის შეიძლება დაბრუნება ცხოვრების აქტივობებში?
პაციენტები, უმეტესად, რამდენიმე დღეში უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ აქტივობებს. დაავადება, რომლის გამოც Gamma Knife Perfexion- ის მკურნალობის ჩატარება გახდა საჭირო, გარკვეული დროის განმავლობაში, გრძელდება.
ფარავს თუ არა ქვეყნის სოციალური დაზღვევის ფონდი (SGK) მკურნალობის ხარჯებს?
პაციენტის შესაბამისი მონაცემების შემთხვევაში, ეს ტრანზაქცია ექვემდებარება სოციალური დაზღვევის ფონდის მიერ დაფარვას.
რით განსხვავდება Gamma Knife Perfexion სხვა ტიპის რადიოთერაპიისგან?
ამ თერაპიას კლასიკური რადიოთერაპიისგან განასხვავებს ის, რომ Gamma Knife გამოიყენება მხოლოდ თავის ქალის დაზიანებული უბნის სამკურნალოდ, Gamma Knife-ის დანადგარი რადიოქირურგიის მოწყობილობაა და Gamma Knife-ის პროცედურა ერთ დღეში მთავრდება.