საიტის ძებნა

ESWL

დღეისათვის, თირკმელში ქვების მკურნალობის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და საიმედო მკურნალობის მეთოდია - ESWL.

დღეისათვის, თირკმელში ქვების მკურნალობის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და საიმედო მკურნალობის მეთოდია - ESWL. ეს არის მეთოდი, რომელიც სხეულის გარედან შოკური ტალღების დარტყმებით, ქვების დაშლას უზრუნველყოფს. ღია ოპერაციისგან განსხვავებით, ისინი არ აზიანებენ გარშემო ქსოვილს. ეს გაცილებით უფრო მოსახერხებელი, ურისკო და იაფი მკურნალობაა, ვიდრე ქირურგია. გამოჯანმრთელების პერიოდიც ბევრად მოკლეა, ქირურგიულ ოპერაციასთან შედარებით. ქვები ხმოვანი ტალღებით იმტვრევიან პატარა ნაწილებად და საშარდე გზებიდან გარეთ გამოიდევნებიან.

უკანასკნელი ტექნოლოგიის ESWL დანადგარი

Storz Modulith SLK-ია.

ESWL-ის მეთოდით ქვების დასაშლელად, მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილებაში, Storz Modulith SLK მარკის უკანასკნელი ტექნოლოგიის დანადგარი გამოიყენება.

Storz Modulith SLK მარკის ESWL დანადგარის ყველაზე დიდი თავისებურება ისაა, რომ ქვის დასაშლელად საკმარისია ძალიან მცირე შოკური ტალღები. ქვის დაშლის პროცესი უმტკვნეულოდ და კომფორტულად მიმდინარეობს. დარტყმითი ტალღები ერთდებიან მცირე ფოკუსში და მიემართებიან ქვაზე ისე, რომ თირკმლის ქსოვილებს არ აზიანებენ და მაღალი ეფექტურობით შლიან ქვებს. დანადგარი გამოიმუშავებს ელექტრომაგნიტურ შოკურ ტალღებს და ეს ხმოვანი ტალღა ეფექტურად აღწევს სამიზნე წერტილს. ამ პროცედურის მსვლელობისას, დანადგარი ძალიან მცირე ხმაურს იწვევს და ამდენად, არ აწუხებს პაციენტს.

Storz Modulth SLK დანადგარი, თირკმლის ქვებზე ფოკუსირების ვიზუალიზაციას ორი გზით ახდენს:

1. რენტგენი (X-ray)

2. ულტრასონოგრაფია

ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის ზიანის მიყენების გამორიცხვის და იმ გაუმჭირვალე ქვების დასანახად, რომლებიც რენტგენით არ ჩანან, ძირითადად ფოკუსირება ულტრასონოგრაფიით ხდება.

დანადგარს 165 მმ სიღრმის პანორამირება აქვს და ეს განაპირობებს მის უნიკალურ უნარს, ჭარბწონიანი პაციენტების ორგანიზმში, დაშალოს არსებული ქვები.

Storz Modulith SLK საშუალებით, პაციენტებისთვის თირკმლის 2 სმ-მდე ზომის ქვების 1.1 სეანსით დაშლას უზრუნველყოფს.