საიტის ძებნა

ბრაქითერაპია

ბრაქითერაპია რადიოაქტიური წყაროს სხეულის შიგნით ან ქსოვილის შიგნით (დროებით) განთავსებული სხივური ტექნოლოგიაა. ბრაქითერაპია განსაკუთრებით, გინეკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება.

ბრაქითერაპია რადიოაქტიური წყაროს სხეულის შიგნით ან ქსოვილის შიგნით  (დროებით) განთავსებული სხივური ტექნოლოგიაა. ბრაქითერაპია განსაკუთრებით, გინეკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება. ის მინიმალურად აზიანებს დაავადებული ქსოვილის გარშემო უბნებს, რადგან მაღალი დოზით მხოლოდ სიმსივნურ ქსოვილს მიეწოდება.

ბრაქითერაპია გამოიყენება გარე მკურნალობამდე ან მის შემდეგ. დაავადებულ უბანზე ლოკალურად მაღალი დოზის რადიაციის მიწოდებით კონტროლის ქვეშ ექცევა სიმსივნე და ამასთან დაავადებული ქსოვილის გარშემო მგრძნობიარე ქსოვილზე მცირე რაოდენობით მიწოდების გამო, არა განსაკუთრებულ, არამედ, კანის ჩვეულებრივ გაღიზიანებას აქვს ადგილი.  

როგორ გამოიყენება ბრაქითერაპია?

სტანდარტული რადიოთერაპიის დროს, სიმსივნეზე მიწოდებული დოზის მოცულობა იზღუდება ჯანმრთელი ქსოვილზე გამავალი ტოლერანტული დოზით. ტოლერანტული დოზის რაოდენობა ზოგჯერ, სიმსივნის გამანადგურებელ ადეკვატურ დოზაზე ნაკლებია ხოლმე.  საკმარისი დოზის მიღწევის მიზნით, ბრაქითერაპია გამოიყენება.

რადიოაქტიური წყარო სიმსივნის შიგნით ან მასთან ძალიან ახლოს თავსდება და ტოლერანტული დოზის გადაჭარბების საფრთხის გამო, არასაკმარისი დოზის პრობლემა თავისთავად იჭრება. გარდა ამისა,  ამ რადიოაქტიური წყაროთი, რომელიც დროებით ან მუდმივად რჩება ორგანოში, სიმსივნურ უბანზე შეყავთ მაქსიმალური დოზა,  მაგრამ გარშემო ჯანმრთელ ქსოვილზე, დოზის ზემოქმედება მინიმალურია.  ამგვარად, ხდება ჯანმრთელი ქსოვილის დაცვა.

რომელი სიმსივნური დაავადებების დროს გამოიყენება ბრაქითერაპია?

ბრაქითერაპიის მეთოდი გამოიყენება საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, სარძევე ჯირკვლის და კანის კიბოს დაავადებების დროს, თუმცა მისი გამოყენება არ არის შეზღუდული მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში. ბრაქითერაპიის მეთოდს მიმართავენ სხეულის სხვა ორგანოებზეც. ამის მაგალითია, ენის ძირი, პირის ღრუ, ტუჩები, ბრონქები, ცხვირხახა, საყლაპავი მილი და სწორი ნაწლავი.