Armeo Power - ეს არის რეაბილიტაციის რობოტიზირებული მოწყბილობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ხელისა და მკლავის მოძრაობის დარღვევების ადრეულ ეტაპზე. Armeo Power - ის რობოტული სისტემის დახმარებით, ხდება ხელისა და მკლავის რეაბილიტაცია.
რა არის რობოტული რეაბილიტაცია?
ეს არის - ნევრორეაბილიტაციის მეთოდი, ინსულტის, თავის ტვინის ტრავმული და ზურგის ტვინის დაზიანების მსგავსი ნევროლოგიური დაავადებების შედეგად, ზედა კიდურების ფუნქციების მოშლის დროს, ხელისა და მკლავის გამოყენების უნარის აღდგენის მიზნით. ის ეხმარება პაციენტს თავისი ხელით ისეთი რუტინული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა პირის დაბანა, საჭმლის ჭამა, ხელში რაიმე ნივთის დაჭერა. ეს მეთოდი ადრეული რეაბილიტაციის დამხმარე თერაპიაა ასევე, მოძრაობის უნარის მძიმე დარღვევების დროს.
როგორ მუშაობს ARMEO POWER ხელის რობოტი?
ხელისა და მკლავის რობოტი - რობოტული ჩონჩხია, რომელიც სასურველი სიმაღლის შერჩევის შესაძლებლობის მქონე, სამ განზომილებაში მომუშავე ელექტრონული სვეტებისგან შედგება. ისინი აფიქსირებენ მთელ ზედა კიდურებს და მათი მოძრაობის ფუნქციის აღდგენას უწყობენ ხელს. რობოტის გამოყენება შეიძლება ორივე ხელზე, მკლავის მთელ სიგრძესა და სიგანეზე. რობოტის დახმარებით შესაძლებელია მხრის, იდაყვის, მკლავის, მაჯისა და ხელის მტევნის მთლიანად ამუშავება. Armeo Power რობოტი ექვემდებარება კომპიურტერულ კონტროლს და მისი პროგრამული უზრუნველყოფით ინტენსიური რუტინული მოძრაობების შემცველი პროგრამული თამაშები, პაციენტის მოტივაციას ამაღლებენ. ეს თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს მთლიანად ზედა კიდურების მოძრაობის უნარის აღდგენაზე.
როგორ ეხმარება პაციენტს ARMEO POWER ხელის რობოტი?
Armeo Power რობოტი დაავადებით დარღვეულ, კონკრეტულ მოძრაობებზე კონცენტრაციის უნარის, თავის ტვინიდან წამოსული სიგნალების ნაკადის, ჭრილობის გამო შეწყვეტილი მოძრაობების, სიგნალების გადაცემის თავიდან აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. საქმე გვაქვს - ზედა კიდურების მოძრაობის ფუნქციის, სიგნალების გადაცემის და თავის ტვინის ფუნქციონირების აღმდგენ მეთოდთან.
Armeo Power-ის განმეორებადი მასტიმულირებელი მოძრაობების საშუალებით, თავის ტვინის სხვადასხვა მექანიზმებში, ჯანმრთელი ნერვული ქსოვილისგან, ახალი ნერვული კავშირების წარმოქმნა იწყება. სტიმულაციის მატებასთან ერთად, არაჯანსაღი ნერვული დაბოლოებები იკარგებიან და მათ ადგილას ფორმირდებიან ახალი, გამოყენებადი ნერვული კავშირები. ამგვარად, მატულობს ზედა კიდურების მოძრაობის უნარი.
რით არის მნიშვნელოვანი ARMEO POWER ხელის რობოტი?
რეაბილიტაციის ადრეულ ეტაპზე, უმოძრაო ზედა კიდურების მქონე პაციენტებისთვის, მოძრაობის უნარის აღდგენას, კუნთების განლევის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. სისხლის მიმოქცევის სისტემის რეგულირება ამცირებს შეშუპებას, ტკივილსა და უმოძრაობით გამოწვეულ სახსრების შეზღუდვებს. ადრეულ ეტაპზე ხელის ფუნქციის აღდგენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობებზე დამოკიდებულებას ამცირებს და ზრდის მის მოტივაციას.
ვის შეუძლია ისარგებლოს ამ თერაპიით?
თერაპიის ძირითადი მიზანია - შესაბამისი კონტროლით, ზედა კიდურების მოძრაობის ფუნქციის მთლიანი აღდგენა და ხელისა და მკლავის მოძრაობის ნაკლოვანებების გამოსწორება. Armeo Power რობოტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დროს:
- ინსულტით გამოწვეული ხელის ხმარების გაძნელება
- ზურგის ტვინის დაზიანება
- ცერებრალური დამბლა (ცერებრალური დამბლა ბავშვებში)
- გაფანტული სკლეროზის მსგავსი ნევროლოგიური დაავადებები
ნერვული დაბოლოებების დაზიანებასთან დაკავშირებული, ზედა კიდურების მოძრაობის გართულების ან ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე, ხელის უმოძრაობის შემთხვევაში, მკურნალობა შედეგიანია.